რა საფრთხეს უქმნის ბავშვს სიმსუქნე?

  • 31 მაისი 2017

ბავშვობაში არსებული ჭარბი წონა წლების შემდეგ გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.

10 წლის ასაკში ჭარბი წონა 25 წლის შემდეგაც კი ვნებს ადამიანის არტერიებს. ბრიტანეთში ბავშვთა ჭარბწონიანობის მაჩვენებელი საგანგაშოა – 2015–2016 წლის სტატისტიკის თანახმად, 10 და 11 წლის ასაკის ბავშვების 19.8% ჭარბწონიანია.

ნაშრომზე მუშაობდნენ სარის საგრაფოს უნივერსიტეტის მეცნიერები.

როგორც მკვლევარები განმარტავენ, ჭარბწონიან ბავშვებში მაღალია იმის რისკი, რომ განვითარდეს პრედიაბეტი, არტერიის კედლის შესქელება და ჰიპერტენზია – ყველა ეს მდგომარეობა კი ზრდის გულის დაავადების, ინსულტისა და გულ–სისხლძარღვთა სხვა პრობლემების რისკს.

მკვლევარებმა შეისწავლეს 18 სამეცნიერო ნაშრომი. კვლევის დროს შეისწავლეს 10–დან 35 წლამდე ასაკის 300 000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კვლევამ ცხადყო, ბავშვობაში არსებული ჭარბი წონა წლების შემდეგ არტერიების დაზიანებას იწვევს, ხოლო ეს მდგომარეობა შუახნის ან ხანდაზმულ ასაკში მნიშვნელოვნად ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.