სიგარეტი ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს

  • 31 მაისი 2017

სიგარეტის მოწევის გამო ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2000 წლის მონაცემებთან შედარებით, დღეს მაჩვენებელი ორჯერ გაზრდილია. მეცნიერები განმარტავენ, რომ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში. მკვლევარები თვლიან, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ–ერთი ხერხი სიგარეტის ფასის ზრდაა.

მოგეხსენებათ, სიგარეტის მოწევა იწვევს გულის დაავადებასა და ფილტვის კიბოს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს სიგარეტის გამო 6.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო მავნე ჩვევის გამო, 2030 წლისთვის გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპება.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.