რა უნდა იცოდეთ თუ ხელებს გრილი წყლით იბანთ?

  • 01 ივნისი 2017

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მიკრობებს ცხელი წყალი კლავს.

ახალ სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ გრილი წყალი მავნებელ ბაქტერიას ისევე წარმატებით ებრძვის, როგორც ცხელი წყალი. ამასთან, ჩვეულებრივ საპონთან შედარებით, ანტიბაქტერიული საპონი რაიმე განსაკუთრებული თვისებით არ გამოირჩევა. რა ტემპერატურის წყალსა თუ საპონს გამოიყენებთ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ხელების დაბანისთვის მინიმუმ 10 წამი გამოყოთ. სწორედ ეს დროა რეკომენდებული იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ ბაქტერიას.

„ნაშრომი გვიჩვენებს, რომ წყლის ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დონალდ შაფნერი.

კვლევაში მონაწილეობდა 21 მოხალისე. ყველა მათგანი 6 თვის განმავლობაში ხელებს სხვადასხვა ტემპერატურის, 15.5, 26 and 38°C წყლით იბანდა. 
როგორც კვლევამ ცხადყო, არც წყლის ტემპერატურა და არც საპნის რაოდენობა ქმნის რაიმე სხვაობას იმასთან დაკავშირებით თუ რა ოდენობის მიკრობები მოცილდება ხელიდან.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ხელებს არასწორად იბანს.
 
მეცნიერი, ჯინა რედფორდი შიშობს, რომ ბევრი ადამიანი ხელის დაბანის ჰიგიენას სათანადოდ არ იცავს. უფრო მეტიც, ზოგიერთი საპონს საერთოდ არ იყენებს. ჯინა გირჩევთ, რომ ხელები დაიბანოთ 45 წამის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ჰიგიენის დაუცველობა იწვევს ინფექციებს და ჯანმრთელობის პრობლემებს.

„სადილობამდე ხელები ყოველთვის დაიბანეთ“, – აცხადებს ის.

ყოველწლიურად, 15 ოქტომბერს აღინიშნება ხელების დაბანის მსოფლიო დღე – ამ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში 200 000 ადამიანი ზეიმობს. კამპანიის მიზანია, ბევრმა ადამიანმა გააცნობიეროს თუ რამდენად სასარგებლოა ჰიგიენა.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.