70 წლის მამაკაცს გიგანტური ხელები აქვს

  • 01 ივნისი 2017

70 წლის მამაკაცს იშვიათი დაავადების გამო უზარმაზარი ხელები აქვს.

პაკისტანელი აშრაფ–უდ–დინი მაკროდაქტილიითაა (macrodactyly) დაავადებული. ამ პრობლემის გამო არსად ასაქმებენ და ოჯახი რომ გამოკვებოს იძულებულია ქუჩაში მოწყალება ითხოვოს. მხოლოდ ერთხელ იმუშავა რესტორანში, მაგრამ გაათავისუფლეს და მიზეზი იყო ის, რომ კლიენტები უარს ამბობდნენ მისთვის საკვები შეეკვეთათ. ყველა მცდელობა, ახალ სამსახურში მუშაობა დაეწყო, კრახით დასრულდა. დიდ დროს ქუჩაში ატარებს და გამვლელებისგან დახმარებას ითხოვს. ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანებისგან, მისი გარეგნობის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარების მოსმენა უწევს. აშრაფი ქირურგიულ ოპერაციაზე უარს ამბობს. ბევრმა ექიმმა შესთავაზა დახმარება, მაგრამ უარი თქვა. სჯერა, რომ ერთ დღესაც ღმერთი დაეხმარება.

მამაკაცი 5 წლის წინ დაქორწინდა – მეუღლის ვინაობა უცნობია, ჰყავს 3 შვილი.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.