რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა ვიაროთ სამსახურში ველოსიპედით?

ფიზიკური აქტივობა

თუ ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, ძალიან გაგიმართლათ.

ფიზიკური აქტივობის ეს ხერხი სტრესთან გამკლავებისა და რელაქსაციის ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. ძალიან სასარგებლოა თუ სამსახურში ველოსიპედით ივლით.

კონკორდიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი. მათ კვლევაში ჩართეს 123 ადამიანი. ყველა მათგანი მუშაობს მონრეალში მდებარე IT–კომპანიაში Autodesk. ზოგიერთი მათგანი სამსახურში ველოსიპედით მგზავრობდა, სხვები კი საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. როგორც კვლევამ ცხადყო, ყველაზე ეფექტური საშუალება იყო ველოსიპედით სეირნობა. მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ კატეგორიაში სხვებთან შედარებით, ოფისში მისვლიდან პირველ 45 წუთში სტრესი ნაკლები დოზით გამოვლინდა. ველოსიპედმა სტრესთან გამკლავებაში ნამდვილად კარგი შედეგი აჩვენა.
რასაკვირველია, ველოსიპედით სეირნობა სასარგებლოა გარემოსთვისაც, თუმცა ბევრ ქალაქში გასაუმჯობესებელია ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკები. აუცილებელია, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ ველოსიპედით გადაადგილების უპირატესობაზე.

რამდენიმე თვის წინ გლაზგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ის ვინც სამსახურში ველოსიპედით დადის, ამცირებს კიბოს, გულის პრობლემისა და ადრეულ ასაკში მოულოდნელად გარდაცვალების რისკს. ექსპერტებმა წარმოადგინეს მონაცემი, სადაც ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ბრიტანელი დადის სამსახურში ველოსიპედით. კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხული ბრიტანელი ზრდასრულების 7% სამსახურში რეგულარულად ველოსიპედით დადის, ხოლო 4% ყოველდღე სარგებლობს. ბევრი ადამიანი ველოსიპედზე უარს ამბობს და მიზეზად ასახელებს ინტენსიურ მოძრაობას, ამინდს ან იმ ფაქტს, რომ ოფისში შხაპის მიღების ფუფუნებით ვერ სარგებლობს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.