სასმელი, რომელიც არ უნდა დალიოთ ზაფხულის ცხელ დღეს

სასმელი

როცა ძალიან ცხელა წყალი უნდა დალიოთ.

თუმცა ზოგიერთი ადამიანი წყლის ნაცვლად სხვა ტიპის სასმელს სვამს. წარმოგიდგენთ 3 სასმელს, რომელსაც სასურველია მოერიდოთ ზაფხულის ცხელ დღეს:

• გაზიანი სასმელი. ცნობილია, რომ ჭარბი დოზით გაზიანი სასმელი ზრდის დიაბეტისა და გულ–სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს. თუმცა, ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ მის გამო შეიძლება თავი იჩინოს დეჰიდრატაციამაც. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ გაზიანი და ტკბილი სასმელი გაგაგრილებთ, მაგრამ სინამდვილეში დეჰიდრატაციისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება გაუარესდება. თუ ცხელ დღეს რაიმე სახის ტკბილეულს მიირთმევთ, უმჯობესია მიიღოთ ხილი და დალიოთ ცივი წყალი. 
• არ დალიოთ ალკოჰოლი. ბევრი ადამიანი ზაფხულში უარს ვერ ამბობს ცივ ლუდზე, თუმცა სასურველია უარი თქვათ ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლურ სასმელზე. ალკოჰოლი შარდმდენია, შესაბამისად, დეჰიდრატაციის რისკი მაღალია. თუ ალკოჰოლზე უარს ვერ ამბობთ, დეჰიდრატაციისა და მეორე დილით ნაბახუსევის პრევენციისთვის, სასურველია ალკოჰოლის თითოეულ დოზას შესაბამისი რაოდენობის წყალი დააყოლოთ.
• თუ დღის განმავლობაში მხოლოდ კოფეინის შემცველ სასმელს სვამთ, დიდია იმის რისკი რომ თავი ცუდად იგრძნოთ. რეკომენდებულია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დალიოთ წყალი.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.