რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში დაქორწინების შემდეგ?

ჯანმრთელობა

ქორწინების დროს ბევრი რამ იცვლება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სასიამოვნო მიზეზს რის გამოც საყვარელ ადამიანზე დაქორწინების სურვილი გაგიჩნდებათ:

  • ნაკლებად განიცდით სტრესს. მარტოხელებთან შედარებით, დაქორწინებულები უფრო მშვიდად არიან და სტრესიც ნაკლებად აწუხებთ. ქორწინების შემდეგ პრიორიტეტები იცვლება. სიყვარულიც მეტად ღრმავდება;
  • დაქორწინების შემდეგ ადამიანი მეტად მოტივირებული ხდება იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოს და ერთ–ერთი მიზეზია პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთგული პარტნიორის სიყვარულის წყალობით, ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად ზრუნავს. დაქორწინებული წყვილი ერთმანეთს მხარში უდგას, შესაბამისად, უკეთ იცავს ექიმის რეკომენდაციას. დაქორწინებულები ერთმანეთს მოუწოდებენ, ჯანსაღად იკვებონ და ივარჯიშონ. საქორწინო ბეჭედი გახსენებთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი სხვაზე ახდენს გავლენას;
  • თუმცა ზოგიერთი ადამიანი დაქორწინების შემდეგ წონაში იმატებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამის ერთ–ერთი მიზეზია ის, რომ პარტნიორი თქვენს გვერდითაა, აღარ გრძნობთ მისი დაკარგვის საფრთხეს და ფიქრობთ, რომ აღარ არის საჭირო ისეთი დოზით მისი მოხიბვლა, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. ქორწინების დადებითი მხარე ზედმეტი კილოგრამებით რომ არ დაიჩრდილოს გირჩევთ, სპორტდარბაზის აბონიმენტი გვერდზე არ გადადოთ;
  • როცა ცხოვრებას სხვა ადამიანს უკავშირებთ, ყველაფერი იცვლება. გადაწყვეტილებებიც მოულოდნელად იცვლება – მე იცვლება ჩვენით. ტვინში აქტიურდება ქიმიკალი დოპამინი. სწორედ ამ რეცეპტორების წყალობით გრძნობთ თავს კარგად;
  • თქვენს ჯანმრთელობაზე მოსიყვარულე პარტნიორი ზრუნავს და სწორედ ამიტომ დაქორწინებულები დიდხანს ცოცხლობენ. ექსპერტები განმარტავენ, რომ ერთგული პარტნიორის მხარდაჭერა ფასდაუდებელი განძია;

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.