სისხლის დონორობა – საპატიო და ღირსეული საქმიანობაა!

სისხლის დონორობა – საპატიო და ღირსეული საქმიანობაა!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის სეპარირების თანამედროვე აპარატი, რომელიც დონორის ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სისხლის ბანკი, რომლის ფუნქციებშიც შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (ჰეპატიტი, B, C, AIV ინფექცია, სიფილისი) და კლინიკური (სისხლის საერთო, ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, ფენოტიპირება და KeLL ფაქტორი) კვლევა, შემდგომ კი სისხლის კომპონენტებით კლინიკის უზრუნველყოფა.

ჩვენი კლინიკის სისხლის ბანკი აღჭურვილია ფრეზენიუსისწარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატისახელწოდებითამიკუსი“.     

ჩვენი კლინიკის ულტრათანამედროვე აპარატი საშუალებას გვაძლევს, რეციპიენტს მივაწოდოთ თრომბოციტების შემთხვევაში იმ რაოდენობის დოზა, რაც სხვა დროს რამდენიმე დონორისგან მზადდებოდა და ამისთვის მხოლოდ 200 მილილიტრი პლაზმის მოცულობაა საკმარისი.

ჩვენს კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის, ასევე თავად დონორისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრის აპარატის ამიკუსი წყალობით, დონორი არა მხოლოდ სხვის სიცოცხლეზე ზრუნავს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობას იუმჯობესებს. თრომბოკონცენტრატის დამზადების პროცედურა თერაპიული პლაზმოფერეზის სეანსს უტოლდება. თქვენს მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს სხვა ადამიანის სიცოცხლეს და ამავდროულად, გაწმენდს თქვენს ორგანიზმს. სწორედ ეს უპირატესობა აქვს ჩვენი კლინიკის სისხლის ბანკს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკში გამოყენებული მეთოდები ინოვაციურია. საქართველოს კლინიკებს შორის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის კომპონენტების მისაღებად საჭირო დანადგარი ყველაზე თანამედროვეა.

სისხლის ბანკში მიმდინარე პროცესები არის რობოტიზირებული და უაღრესად დახვეწილი. აპარატი საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ ფუნქციურად ძლიერეფექტური სისხლის კომპონენტები, კერძოდ, თრომბოკონცენტრატი და ერითროციტული მასა. ამასთან, მზადდება სისხლის პლაზმა და ღეროვანი უჯრედები. დონორის სისხლისგან შესაძლებელია მივიღოთ როგორც მონოპროდუქტი, ასევე რამდენიმე კომპონენტი.   

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონორის კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის ყველა პირობაა დაცული. დონორს აქვს დასვენებისა და გართობის საშუალება, კერძოდ, თქვენი გემოვნების შესაბამისად, შეგიძლიათ უყუროთ სატელევიზიო გადაცემას, დატკბეთ მუსიკით, გაეცნოთ სიახლეებს ინტერნეტში, გაერთოთ ვირტუალური თამაშებით და სხვა.  

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დონაციის პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და გრძელდება მხოლოდ 1 საათის განმავლობაში.

დონორობა შეუძლიათ 18–დან 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ადამიანებს, რომელთა წონაც 50კგ–ზე მეტია. პროცედურის დღეს თავს უნდა გრძნობდეთ კარგად და აუცილებლად იყოთ ნასაუზმევი. რეკომენდებულია, სისხლის ჩაბარებამდე დალიოთ 0.5 ლ–მდე უალკოჰოლო სითხე. პროცედურის დღეს დონორს არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, სხვა გრიპოზული მოვლენები, არ მიიღოს არავითარი მედიკამენტი, მათ შორის –  ასპირინი, ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი. სისხლის ჩაბარებამდე დონორს უტარდება მცირე ფიზიკური შემოწმება, უმოწმდება წნევა, პულსი და ტემპერატურა, ზოგჯერ – ჰემოგლობინიც.

სისხლი ხშირად სჭირდებათ ქირურგიული ოპერაციის, ტრავმის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, სხვა ანემიების, დამწვრობის, სისხლის კოაგულაციური დაავადებების დროს. განსაკუთრებით ზარალდებიან ონკოლოგიური პაციენტები. მოგეხსენებათ სიმსივნით დაავადებულთათვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ზოგჯერ აუცილებელია ყოველდღიური ტრანსფუზია. ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სასოწარკვეთილი მშობლების, ნათესავებისა თუ მეგობრების განცხადებები, სადაც ონკოლოგიური პაციენტებისთვის ეძებენ სისხლს. სისხლის აღება რამდენიმე წუთიდან 1–1.5 საათამდე  წაგართმევთ. ასე რომ, სისხლის გაცემა თქვენთვის დაკარგული მცირე დროა, სხვისთვის კი – ახალი სიცოცხლის დასაწყისი.

მაშინ, როცა ამ სტატიას კითხულობთ, სავსებით შესაძლებელია სხვა ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდეს და სისხლი სჭირდებოდეს! მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გაიღეთ სისხლი. გაიუმჯობესეთ საკუთარი ჯანმრთელობა და გადაარჩინეთ სხვისი სიცოცხლე მხოლოდ ერთი, სრულიად უსაფრთხო, ჰუმანური პროცედურით!

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!