რა გავლენას ახდენს მშობლების განქორწინება შვილის ჯანმრთელობაზე?

განქორწინება

განქორწინება მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც ძალიან დიდი სტრესია.

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგები შიშობენ, რომ ბავშვობაში გადატანილი სტრესის გამო წლების შემდეგ პატარას წონასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა, მაგალითად, ძალადობა, მშობლების განორწინება, სხვა სახლში გადასვლა სერიოზულ გავლენას ახდენს მის წონაზე.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ სხვებთან შედარებით ის თინეიჯერები მიირთმევენ საჭიროზე მეტს, ვინც ბავშვობაში განქორწინებით გამოწვეული ტკივილი გადაიტანა. ამ მოვლენის გამო ბავშვები მომავლის გეგმებს ვერ აწყობენ, რადგან შიშობენ, რომ არაფერი გამოვა. როგორც წესი ადრეულ ასაკში აჩენენ შვილებს, მიდრეკილები არიან ფულის ფლანგვისკენ.

სხვა სამეცნიერო სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოჯახის დანგრევით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება შეცვალოს ბავშვის ხასიათი, აღენიშნებოდეს შფოთვა, განქორწინებაში საკუთარი თავი დაადანაშაულოს და სკოლაში დაკისრებული დავალება სათანადოდ არ შეასრულოს.

იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პედიატრი, კეროლ ვეითზმენი აცხადებს, რომ საჭიროა მშობელმა თავი ხელში აიყვანოს. ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ პირველ რიგში მშობელი გრძნობდეს თავს კარგად. ნუ მოგერიდებათ და დახმარებისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს, გაწევრიანდით კონკრეტულ ჯგუფებში, სადაც განქორწინებულ ადამიანებს სტრესთან, დეპრესიასთან გამკლავებაში პროფესიონალები ეხმარებიან.

მნიშვნელოვანია პატარამ გააცნობიეროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ მათ ის ისევ ძალიან უყვართ. მშობელი ვალდებულია, რომ შეინარჩუნოს ბავშვის სტანდარტული რეჟიმი, მაგალითად, სკოლაში სიარული, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტი და სხვა. აუცილებელია ბავშვმა გააცნობიეროს, რომ ოჯახში არსებული უსიამოვნო სიახლე მისი ბრალი არაა.

რეკომენდებულია, განქორწინების შესახებ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე პატარას გულწრფელად უპასუხოთ.

ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 800 000 წყვილი ერთმანეთს შორდება, ხოლო განქორწინება 1 მილიონ პატარაზე ახდენს გავლენას. როგორც წესი, ბავშვებს ახალ სიტუაციასთან შეგუება 1 წლის განმავლობაში უჭირთ. ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ პატარებს მშობლების განქორწინებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება განსაკუთრებით უმძაფრდებათ დაბადების დღის ღონისძიებებსა და არდადეგებზე.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.