რა უნდა გაითვალისწინოთ თუ თქვენს მშობელს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა?

დეპრესია

თუ თქვენს მშობლებს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდათ, სტატია ყურადღებით წაიკითხეთ.

იმ ადამიანის უჯრედები სწრაფად მცირდება და ირღვევა თუ აქვს ფსიქიკური დაავადების ოჯახური ისტორია. კვლევამ ცხადყო, რომ ბიპოლარული აშლილობით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელ ნათესავებს უფრო მოკლე ტელომერები აქვთ. ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნებია. როცა უჯრედი ბერდება, ტელომერები მცირდება. ტელომერები სხვადასხვა სიგრძისაა.

კვლევაზე მუშაობდნენ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერები.

მკვლევარების აზრით, ბიპოლარული აშლილობის ოჯახური რისკი დაკავშირებულია მოკლე ტელომერებთან. მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს ბიპოლარული აშლილობით დაავადებული 63 პაციენტი და შეისწავლეს მათი ტელომერების სიგრძე. პარალელურად აკვირდებოდნენ 74 ადამიანს, რომელიც პაციენტთა პირველი ხარისხის ნათესავია და 80 პიროვნებას, რომელიც მათ არ ენათესავება. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით გამოიკვლიეს ტელომერების სიგრძესა და ტვინის სტრუქტურას, ჰიპოკამპუსს შორის კავშირი. კვლევამ ცხადყო, რომ მოკლე ტელომერი დაკავშირებული იყო მცირე ზომის ჰიპოკამპუსთან. ამ მდგომარეობის დროს კი ტვინის უჯრედების ზრდის ფუნქცია მნიშვნელოვნად ქვეითდება.

ბიპოლარული აფექტური აშლილობა სერიოზული ფსიქიკური დარღვევაა.

დაავადება ხასიათდება დეპრესიით, შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპომანია. ჩვეულებრივ, ბიპოლარული აშლილობა თავს იჩენს ახალგაზრდობაში – ხშირად თინეიჯერულ ასაკში ან 30 წლამდე. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული. დაავადება ემართებათ როგორც ქალბატონებს ისე მამაკაცებს, მაგრამ სიმპტომები განსხვავებულია.

საერთო სიმპტომებია:
•    გაღიზიანება.
•   
მოჭარბებული ენერგია.
•   
უძილობა.
•   
ჩვეულებრივზე ბევრი საუბარი.
•   
დაბნეულობა.
•   
იმპულსურობა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დაავადების ყველაზე სახასიათო სიმპტომია დეპრესია! ზოგიერთი პაციენტი ამ დროს ყოველდღიური საქმიანობისა თუ ჰობის მიმართ ინტერესს კარგავს, უარს ამბობს სადილობაზე, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. სხვები დეპრესიისას ყოველგვარი მიზეზის გარეშე ნებისმიერ წვრილმანში საკუთარ თავს ადანაშაულებენ. უჭირთ ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება, უძილობით იტანჯებიან ან უჩვეულოდ ადრე იღვიძებენ. ამასთან, შესაძლოა ერთ პაციენტს დეპრესია ჰქონდეს, ხოლო მეორე მანიაკალური სინდრომით იტანჯებოდეს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ ქალებს უფრო ხშირად დეპრესიული ეპიზოდები აღენიშნებათ, ხოლო კაცებში მანია და დეპრესია ერთდროულად ვლინდება. ასევე ბიპოლარული აშლილობის ეპიზოდებზე მშობიარობამ შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს. ზუსტად არაა დადგენილი თუ რატომ, მაგრამ ერთ–ერთ გამომწვევ რისკ–ფაქტორებად ასახელებენ ჰორმონულ ცვლილებებსა და არასაკმარის ძილს. ასევე მენოპაუზის დროს, 45–დან 55 წლამდე შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ქალმა განიცადოს დეპრესიული ეპიზოდები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.