რა უნდა ვიცოდეთ თავისუფალი რადიკალების შესახებ?

თავისუფალი რადიკალები

თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში წარმოქმნილი ნაწილაკებია.

ეს არასტაბილური ნაწილაკები ვნებს უჯრედებს, იწვევს დაავადებებსა და აჩქარებს დაბერების პროცესს. როგორც უკვე მოგახსენეთ, თავისუფალი რადიკალები არამდგრადია და გარე გარსში უამრავ ელექტრონს წარმოქმნის – ისინი კი სხვა ნივთიერებებთან რეაქციაში სწრაფად შედიან. ჟანგბადის მოლეკულების ნაწილაკებად დაყოფის შემდეგ (თუ არ არის დაწყვილებული ელექტრონები) წარმოიქმნებიან თავისუფალი რადიკალები. დამამჟავებელი სტრესი კი აზიანებს ორგანიზმის უჯრედებს, შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა დაავადების განვითარებას და გამოვლინდეს სიბერისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგალითად, ნაოჭები.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, როცა ორგანიზმი ბერდება, ადამიანი თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნარს კარგავს. დამამჟავებელი სტრესი და თავისუფალი რადიკალები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების მიზეზი როგორიცაა: ალცჰაიმერი, გულ–სისხლძარღვთა პრობლემები, კიბო, რევმატოიდური ართრიტი, კატარაქტა. ამასთან, თავს იჩენს გარეგნული ცვლილებები, მაგალითად, კანი კარგავს ელასტიურობას, ჭაღარავდება თმა, თმა ცვივა, შესამჩნევი ხდება ნაოჭები.

მეცნიერები განმარტავენ, რომ სავსებით შესაძლებელია თავისუფალი რადიკალები იყოს იმის მიზეზი, რომ ერთი ადამიანი უფრო სწრაფად ბერდება, ხოლო მეორე, ასაკშიც კი გარშემომყოფებს ახალგაზრდული იერითა თუ ენერგიით აოცებს.

რასაკვირველია, თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება, მაგრამ ცხოვრების რეჟიმმაც შეიძლება იქონიოს გავლენა. სხვა ფაქტორებს შორის ამ პროცესზე ძალიან ნეგატიურად აისახება ისეთი გარემოებები როგორიცაა: ჰაერის დაბინძურება, პესტიციდები, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლი, კვების რაციონში დიდი რაოდენობით შემწვარი პროდუქტები. 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.