უძილობით იტანჯებით? შეიძლება ამის მიზეზი იყოს ის, რომ ღამით მობილურში ერთობით

უძილობა

ეკრანი გვირღვევს მშვიდ ძილს.

ეკრანის გამოსხივება ამცირებს მელატონინის დონეს. ლურჯი სინათლე აბრკოლებს იმ ჰორმონის ფუნქციონირების პროცესს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივი გზით გამოიმუშავებს. სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს, აკონტროლებს დღეღამურ ციკლს.

როგორც წესი მელატონინის დონე იზრდება საღამოს და დიდი დოზით ვლინდება ღამით, ხოლო დილით კვლავ ქვეითდება. თუმცა როცა ლოგინში ძილის წინ მობილურში ერთობით, ბუნებრივი რიტმი ირღვევა და ძილის ნაცვლად ფხიზლად ხართ.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.       

„ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ღამით ლურჯი სინათლე მნიშვნელოვნად ამცირებს ძილის ხარისხს. მშვიდი ძილი კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია“, – განმარტავს უნივერსიტეტის University of Houston College of Optometry–ს მეცნიერი და კვლევის ავტორი, ლიზა ოსტრინი.     

უძილობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი 3 ადამიანიდან ერთი უძილობით იტანჯება. ეს პრობლემა განსაკუთრებით ნაცნობია ხანდაზმულებისთვის.

 უძილობის გამო თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი. როცა ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება იზრდება დეპრესიის, სიმსუქნის, გულის შეტევისა და დიაბეტის რისკი.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.