გსურთ განწყობა გაიუმჯობესოთ? ბუნების ლამაზი ხედით დატკბით

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგები გვირჩევენ, დიდი დრო გავატაროთ ბუნებაში, რადგან ამ გზით გუნება–განწყობილება მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

მეცნიერებს სადაზღვევო კომპანიის Ecclesiastical–ის კვლევის შედეგი არ უკვირთ და განმარტავენ, რომ ლამაზი ხედი ნებისმიერ ადამიანში აღფრთოვანებას იწვევს და დადებითი ემოციებით ასაჩუქრებს.

გამოკითხვაში მონაწილეობდა 2000 ბრიტანელი. ყოველი 3 გამოკითხულიდან ერთმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შემდეგ ლამაზი ხედი რიგით მეორე მიზეზია რაც მათ აბედნიერებთ და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება.

მეცნიერები ხშირად განმარტავენ, რომ ქალაქგარეთ გასეირნება, ლაშქრობა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

წარმოგიდგენთ სხვა სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა 4500 ადამიანზე დაკვირვების შემდეგ წარმოადგინეს. როგორც ექსპერიმენტმა ცხადყო, ბუნებაში ნებივრობა აუმჯობესებს გუნება–განწყობილებას. ქალაქგარეთ დასვენება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

ამასთან, დოკუმენტური ფილმები ბუნების შესახებ, სტრესთან გამკლავების ერთ–ერთი კარგი ხერხია. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით, დოკუმენტური ფილმი გართობის საუკეთესო საშუალებაა და ადამიანს ამხიარულებს. ამასთან, მცირდება შფოთვის, შიშისა და დაღლილობის განცდა.

 

წყარო ...

 

 


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.