ტვინისთვის სასარგებლო ვარჯიშები

ტვინი

თუ სამსახურში საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ და სრულიად მარტივ ინფორმაციებს ვერ იხსენებთ.

ტვინის ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების რაციონი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს:

  • ისეირნეთ, დაკავდით იოგით, შეიძინეთ საცურაო აუზის აბონიმენტი ან საღამოს ველოსიპედით ისეირნეთ. ფიზიკური აქტივობის ნებისმიერი ფორმა სასარგებლოა გონებისთვის და ამასთან, წელის გარშემოწერილობისთვის;
  • კვირაში თუნდაც ერთხელ სუფთა ჰაერზე ირბინეთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული დაკავდეთ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშით დაძინებამდე 2 საათით ადრე;
  • დილით და სამსახურში ლანჩის დროს დატკბით მზის სხივებით. გაანებივრეთ ორგანიზმი D ვიტამინით;
  • დალიეთ ყავა. დიახ, ეს გემრიელი სასმელი თქვენი ტვინის მეგობარია. ყავა მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც გიცავთ თავისუფალი რადიკალებისგან;
  • კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის დოზა. შაქარი ანელებს ტვინის უჯრედების ფუნქციონირების პროცესს;
  • სასურველია თქვენი მობილურისა თუ კომპიუტერის ეკრანი არ იყოს კაშკაშა ფერის;
  • ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მშვიდი ძილი. საძინებელი ჩაბნელებული უნდა იყოს, რადგან საკმარისი ოდენობით გამომუშავდეს ჰორმონი მელატონინი. სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს, აკონტროლებს დღეღამურ ციკლს. როგორც წესი მელატონინის დონე იზრდება საღამოს და დიდი დოზით ვლინდება ღამით, ხოლო დილით კვლავ ქვეითდება. გირჩევთ, რომ ქუჩის სინათლე სქელი ფარდით დაჩრდილოთ.

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.