ზღვა გვაბედნიერებს

ზღვა

როგორც წესი აგვისტო ის თვეა, როცა ზღვის სანაპიროს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

თუ გადაწყვიტეთ, რომ შვებულება ზღვის კურორტზე გაატაროთ და ამასთან, თუ ცურვა გიყვართ, ეს სტატია ნამდვილად თქვენთვისაა. სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ზღვა ადამიანს აბედნიერებს. ზღვა რელაქსაციის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, გეხმარებათ თავი მშვიდად იგრძნოთ, გათავისუფლდეთ სტრესისგან.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზღვის ჰორიზონტით ტკბობა, ტალღების ხმა თუ მზის ჩასვლის შთამბეჭდავი სცენა ტვინისთვის სასარგებლოა. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები, დოპამინი და სეროტონინი. ამასთან, სუფთა ჰაერი ფილტვების ფუნქციონირებისთვის ძალიან სასარგებლოა.

მოგეხსენებათ, რომ მარილს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. სწორედ ამიტომ თუ გაწუხებთ აკნე, ზღვის მარილიანი წყალი მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ. ადამიანები ხშირად განმარტავენ, რომ სანაპიროზე ნებივრობის წყალობით, ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ. ცურვის წყალობით, თქვენი კუნთები მკვრივდება. ამასთან, წყალში ცურვა მხოლოდ მკვრივი კუნთითა თუ მიმზიდველი რუჯით არ დაგაჯილდოვებთ – ექსპერტები განმარტავენ, რომ სანაპიროზე ნებივრობის შემდეგ ადამიანებს მშვიდად სძინავთ და ძალიან იშვიათად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა.

ზღვის კურორტზე გატარებული ნებისმიერი დღე თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მზის სხივების წყალობით, ორგანიზმი ითვისებს Dვიტამინს, რომლის დეფიციტიც ბევრ ადამიანს აქვს. ვიტამინიძალიან მნიშვნელოვანია ძვლისა და კბილებისჯანმრთელობისთვისის იცავს და აუმჯობესებს იმუნურსისტემას. D ვიტამინის წყალობითორგანიზმი კალციუმსმოიხმარს. თუმცა, ნუ გამოიყენებთ მის სასარგებლო თვისებებს ბოროტად. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა შუადღის მზის გულზე სანაპიროზე ყოფნა. რეკომენდებულია, რომ მზის სხივებით დატკბეთ დილით და საღამოს. ისარგებლეთ მზისგან დამცავი ლოსიონით!

თუ გარკვეული მიზეზების გამო მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშს ვერ ახერხებდით, დროა, სანაპიროზე ირბინოთ ან ველოსიპედით ისეირნოთ. მარილიანი წყალი კანს მაგნიუმით ამდიდრებს. ეს მინერალი ძალიან მნიშვნელოვანია კუნთის ფუნქციონირებისთვის. ადამიანი, რომელიც ზღვის ხედს ხედავს ბედნიერია, ნაკლებად ღიზიანდება და თავს მშვიდად გრძნობს.

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.