რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ველოსიპედით სეირნობა შეგიყვარდებათ

ველოსიპედით სეირნობა

ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

ველოსიპედით სეირნობის წყალობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ველოსიპედით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. იაფია, სახალისო და სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. დადებითად აისახება კუნთის ფუნქციონირებაზე.

ველოსიპედის წყალობით, გაერთობით და ფიზიკურადაც აქტიური იქნებით. ველოსიპედით სეირნობა კარგია გულისთვის, სისხლძარღვებისთვისა და ფილტვებისთვის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ ველოსიპედით რეგულარულად სარგებლობთ, მკვრივდება კუნთი, უმჯობესდება სახსრის მობილობა, მნიშვნელოვნად ქვეითდება სტრესის დონე, მცირდება ორგანიზმში არსებული ცხიმის რაოდენობა.

ექსპერტების აზრით, ველოსიპედით სეირნობა სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ველოსიპედით სეირნობა კარგი ხერხია როგორც სიმსუქნესთან საბრძოლველად, ასევე სასურველი წონის შესანარჩუნებლად. სასურველია ვარჯიშთან ერთად მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები.

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.