ძლიერი სტრესის გამო ტვინი 4 წლით ბერდება

სტრესი

მეცნიერები აცხადებენ, რომ სტრესი ტვინისთვის ძალიან მავნებელია.

ძლიერი სტრესის გამო ტვინი 4 წლით ბერდება. ნაშრომზე მუშაობდნენ სამედიცინო სკოლის University of Wisconsin School of Medicine and Public Health–ის მკვლევარები.

ისინი საუბრობენ სტრესულ მოვლენებზე, რაც შესაძლოა წლების შემდეგ შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითების მიზეზი გახდეს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სტრესის გამო ტვინი დიდ დარტყმას იღებს.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 1320 ადამიანი. მათი საშუალო ასაკი 58 წელს შეადგენდა.

„სტრესი ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. თუმცა უნდა დადგინდეს სტრესული მოვლენის გამო შეიძლება თუ არა გაიზარდოს დემენციის განვითარების რისკი“, – აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევარები იმ მოვლენათა სიას წარმოგვიდგენენ, რის გამოც ადამიანი დიდ სტრესს იღებს:

  • დედის ან მამის უმუშევრობა;
  • მშობლების ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
  • მშობლების ნარკოტიკზე დამოკიდებულება;
  • სკოლიდან გარიცხვა;
  • სამსახურიდან დათხოვნა;
  • დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრობა;
  • მშობლის დაკარგვა;
  • მშობლების განქორწინება;
  • პარტნიორის ან მეუღლის ღალატი;
  • რთული ურთიერთობა მეუღლის ოჯახის წევრებთან;
  • დედმამიშვილის დაკარგვა;
  • ბავშვის დაკარგვა;
  • ხანძრის, წყალდიდობისა თუ სხვა სტიქიური უბედურების გამო სახლის დაკარგვა;
  • როცა შვილი სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმას იღებს;
  • ფიზიკური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა;
  • დაპატიმრება;
  • გაკოტრება;
  • ფინანსური ზარალი.

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.