როგორ ამოვიცნოთ ალცჰაიმერის სიმპტომები?

ალცჰაიმერი

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა.

მას ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში.

ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერების უკმარისობას.

ამ დაავადებით 5 მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრობს. მეცნიერები განმარტავენ, რომ ყოველ 68 წამში ალცჰაიმერის დიაგნოზის ახალი შემთხვევა ვლინდება. მკვლევარები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის მაჩვენებელი სამჯერ გაიზრდება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს, რომელიც შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებაზე მიგვანიშნებდეს:

  • ცვლილება მეხსიერებაში. მეხსიერების დაქვეითება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას;
  • ადამიანს უჭირს გეგმის შედგენა თუ პრობლემების გადაჭრა;
  • სახლში, სამსახურსა თუ თავისუფალ დროს ვეღარ ართმევს თავს იმ საქმეს, რომელსაც ყოველდღე ასრულებდა;
  • კონკრეტული დროისა და ადგილმდებარეობის დეზორიენტაცია;
  • ვიზუალურ–სივრცითი სირთულეები. იმ მანძილის, ნაცნობი სახეების ან ობიექტების ცნობა, აღქმა გიჭირთ, რომელსაც კონკრეტულ მონაკვეთში უყურებთ;
  • წერისა და მეტყველების ფუნქციები მნიშვნელოვნად დაგიქვეითდათ;
  • სამსახურის ან სოციალური აქტივობების მიმართ ინტერესის განელება;
  • შეგეცვალათ ხასიათი.

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.