რა არის ბუასილი?

ბუასილი

ბუასილი, ანუ ჰემოროი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია. შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).

ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი 4 ზრდასრულიდან სამს აქვს ჰემოროიდული კვანძები. ზოგჯერ გამაღიზიანებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ან ზოგჯერ ადამიანი დიდი დისკომფორტითა და ტკივილით იტანჯება. სავსებით შესაძლებელია შეგაწუხოთ ქავილმა და სისხლდენამ.

რამდენიმე სიმპტომი თუ ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ბუასილი გამოვლინდეს:

  • საკვების მონელებისას უმტკივნეულო სისხლდენა;
  • უკანა ტანის არეში ქავილისა თუ ტკივილის შეგრძნება;
  • ტკივილი ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი;
  • ანუსის გარშემო შებერილობა;
  • მრგვალი შეშუპება ანუსთან ახლოს, რომელიც შეხებისას გტკივათ.  

გაითვალისწინეთ, რომ როგორც წესი ჰემოროის სიმპტომები იმაზე დამოკიდებული თუ სად მდებარეობს.

განვიხილოთ თითოეული მათგანი!

შიდა ბუასილი

როცა ჰემოროი სწორ ნაწლავშია. რასაკვირველია, მას ვერ ხედავთ ან გრძნობთ – ძალიან იშვიათად, რომ დისკომფორტი შეგიქმნათ. თუმცა კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ჰემოროის ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა.

გარე ბუასილი

ჰემოროი წარმოდგენილია ანუსის გარშემო კანქვეშ. გაღიზიანების დროს თავს იჩენს ქავილის შეგრძნება ან სისხლდენა.  

თრომბირებული ბუასილი

ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად. ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი.

როდის მივმართოთ ექიმს?

გაითვალისწინეთ, რომ კუჭის მოქმედების დროს სისხლდენა ბუასილის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს სრულ გამოკვლევას და ტესტებს იმისთვის, რომ დადგინდეს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს სიმპტომები ბუასილს და ამასთან, გამოირიცხოს სხვა დაავადებები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.