რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ შაქარი ძალიან გიყვართ

შაქარი

დიდი რაოდენობით შაქარი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

როგორც ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენლები განმარტავენ შაქრის წყაროა: ტკბილი და გაზიანი სასმელები, ტკბილეული, ნამცხვრები და ღვეზელები, ნაყინი, ხილის წვენები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიშანს იმისა, რომ დროა თქვენი კვების რაციონში შაქრის დოზა შეამციროთ:

  • დღის განმავლობაში დაღლილობით იტანჯებით. ენერგიის მოზღვავებას მხოლოდ მაშინ გრძნობთ, როცა შაქრის შემცველ საკვებს მიირთმევთ ან სასმელს სვამთ. იმისთვის, რომ რაციონში შაქრის რაოდენობა შეამციროთ გირჩევთ ხშირად მიირთვათ ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია საკვები ბოჭკოთი და ცილით;
  • პრობლემური სახის კანი ერთ–ერთი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი ტკბილეულის დიდი მოყვარულია. თუ გამონაყარი გაწუხებთ გირჩევთ, რომ შაქრის დოზა მაქსიმალურად შეზღუდოთ;
  • წონაში მოიმატეთ. თუ შარშანდელი ზაფხულის გარდერობით წელს ვეღარ სარგებლობთ დროა, შაქარი შეამციროთ. როგორც წესი ტკბილეულის სიყვარული „გვირგვინდება“ ღიპით. შაქრით მდიდარი კვების რაციონი ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს;
  • კარიესის გამო ხშირად სტუმრობთ სტომატოლოგს;
  • გულმავიწყობის გამომწვევია ბევრი ფაქტორი, მაგალითად უძილობა ან სტრესი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ რისკ–ფაქტორებში შედის შაქარიც;
  • როგორც წესი, როცა ადამიანი ხშირად მიირთმევს დიდი რაოდენობით შაქარს გემოს შეგრძნება უქვეითდება, მაგალითად, იმდენად შეჩვეულია სიტკბოს, რომ ვეღარ გრძნობს ნამდვილად ტკბილია თუ არა პროდუქტი;
  • სხვადასხვა სამეცნიერო კვლევა ცხადყოფს, რომ დეპრესიასა და შაქრით მდიდარ რაციონს შორის კავშირია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შაქარი ორგანიზმსა და ტვინში ანთებას იწვევს.  

 

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.