რამდენიმე ხერხი, რაც მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ

უძილობა

ადამიანის ჯანმრთელობისთვის მშვიდი ძილი აუცილებელია.

მეცნიერების აზრით, სასურველია ზრდასრულს 7–8 საათის განმავლობაში ეძინოს. თუ უძილობით ან ძილთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებით დაგვეთანხმებით თუ როგორი რთულია მთელი ღამე ფხიზლად გაატარო და მეორე დღეს სამსახურში იმუშაო ან უნივერსიტეტში ლექციას დაესწრო.

უძილობა ნეგატიურად აისახება როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ხერხს, რაც მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ:

· საღამოს მოერიდეთ ძილს. ნამდვილად სასიამოვნოა ტელევიზორის წინ სავარძელზე ნებივრობა, მაგრამ თუნდაც რამდენიმე წუთით რომ ჩაგეძინოთ, ღამით დაძინება გაგიჭირდებათ;

· თვალისთვის განკუთვნილი ნიღბით ისარგებლეთ. ის ჩრდილავს ნებისმიერ სინათლეს. მოგეხსენებათ, სინათლე ახშობს ძილის ჰორმონის მელატონინის დონეს;

· ისარგებლეთ ერთგვარი ყურის საცობით (ყურსასმენის მსგავსი), რომელიც გარემო ხმებისგან დაგიცავთ;

· არ დაიძინოთ შინაურ ცხოველებთან ერთად;

· მაღვიძარა ისე განათავსეთ, რომ ეკრანი კედლისკენ იყოს მოქცეული. რატომ? როგორც წესი ადამიანს თვალი გაურბის ეკრანისკენ, ითვლის რამდენი საათი დარჩა იმ დრომდე, როცა უნდა გაიღვიძოს და ოფისისთვის მოწესრიგდეს. მსგავსი ფიქრები ნამდვილად გამოგაფხიზლებთ!

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.