ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალშვილიან დედას დაეხმარა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალშვილიან დედას დაეხმარა

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი კვლავ აგრძელებს ღონისძიებებს მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამისათვის ტარდება უფასო კონსულტაციები კლინიკაში და ასევე გასვლები რეგიონებში. აქციების მნიშვნელოვანი შემადგენელია მედიკამენტებირასაც „ავერსი ფარმას დახმარებით უფასოდ ვურიგებთ  გასინჯვებზე მოსულ პაციენტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი აქტივობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. კლინიკის გულისხმიერი მმართველი გუნდი და თანამშრომლები მუდამ მზად არიან გვერდში ამოუდგნენ სოციალურად დაუცველ თუ მრავალშვილიან ოჯახებს, დევნილებს.

რამდენიმე დღის წინ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს დახმარებისთვის მომართა მრავალშვილიანმა დედამ, რომელიც ქირით ცხოვრობს და გამოუვალი მდგომარეობის გამო თანხის გადახდას ვეღარ ახერხებდა. 7 შვილის დედის დახმარების სურვილი ბევრმა თანამშრომელმა გამოთქვა. მმართველი გუნდისა და კლინიკის თანამშრომლების წყალობით შეგროვდა თანხა, რომლის დახმარებითაც გადაიჭრა საცხოვრებლის პრობლემა, ხოლო დარჩენილ თანხას გამოიყენებენ სურვილისამებრ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!