შესაძლებელია თუ არა ალცჰაიმერის დაავადების დადგენა მხედველობის შემოწმებით?

ალცჰაიმერი

მეცნიერების აზრით, თვალის ტესტს ალცჰაიმერის დაავადების ამოცნობა შეუძლია.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ მხედველობის შემოწმებით ალცჰაიმერის დიაგნოსტირება 2 ათეული წლით ადრეა შესაძლებელი და მაშინ, ვიდრე ამ ვერაგი დაავადების სიმპტომები გამოვლინდება.

ექსპერიმენტი ლოს–ანჯელესში ჩატარდა. კვლევაში ჩართული იყო 16 პაციენტი.

„კვლევამ ცხადყო, რომ ბადურა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზისთვის უტყუარი წყარო იყოს. ბადურის ანალიზის მთავარი უპირატესობაა ის, რომ ხშირად შეგვიძლია შევამოწმოთ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, დაავადების პროგრესირება“, – განმარტავს სამედიცინო ცენტრის Cedars-Sinai–ს ნეიროქირურგი და კვლევის ავტორი, მაია კორონიო–ჰამაოუი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პაციენტების შედეგები შეადარეს იმ ადამიანებს, ვისი შემეცნებითი ფუნქციებიც ჯანმრთელია.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ბადურაში თრომბოციტის რაოდენობა თანაფარდობაში იყო ტვინის ცალკეული უბნის სისხლის ფირფიტების რაოდენობასთან.

„ეხლა უკვე ვიცით თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე“, – განმარტავს მკვლევარი.

რასაკვირველია, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბადურის სკანირება ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირებისთვის იმედისმომცემია, თუმცა ეს პროცესი, რასაკვირველია, ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა და იხვეწება. ამასთან, კვლევაში ჩართული იყო პაციენტთა მცირე ჯგუფი.

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების დროთა განმავლობაში დაკარგვა. დაავადების განვითარების რისკი იზრდება 65 წლის ზემოთ ასაკში. ალცჰაიმერის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერები ხშირად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს მათ შორის: გენეტიკას, თავის ტვინის ტრავმას, დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაზიანებას, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის აუცილებელი ნივთიერებების უკმარისობას.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.