სასარგებლო რჩევა სტუდენტებს

სასარგებლო რჩევა

სტუდენტები უნივერსიტეტს საშუალოდ 4 კილოთი ზედმეტი წონით ამთავრებენ.

ადვილია კოლეჯში სწავლისას გასუქდეთ, მაგრამ ჯანსაღი, ნორმალური წონის შენარჩუნება თუ გსურთ, შეუძლებელი არაფერია. ამ თემაზე საუბრობს ნიუ–იორკში მოღვაწე დიეტოლოგი, ჯენიფერ მედინა.

რეკომენდებულია:

· შეადგინოთ სია თუ როდის ისადილოთ;

· აკონტროლეთ კალორიები;

· აუცილებლად ისაუზმეთ. თუნდაც მცირე ულუფებით, მაგრამ დილით აუცილებლად მიირთვით. საუზმე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია;

· უარს ნუ იტყვით ფიზიკურ აქტივობაზე. კვირაში სამჯერ 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა;

· ნუ გადაიტვირთავთ ორგანიზმს დიეტური ნახშირწყლებით. აუცილებლად მიირთვით ბოსტნეული;

· შეეცადეთ, რომ თითოეულ კვებას შორის შუალედი 4 საათი იყოს. ამ პრინციპის წყალობით შიმშილი არ შეგაწუხებთ და ერთიანად ბევრს არ მიირთმევთ.

გახსოვდეთ, რომ კვების რაციონთან ერთად მნიშვნელოვანია ვარჯიშიც, რომელიც კალორიების დაწვასა და სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.