თუ თქვენთვის გულის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, დაქორწინდით

გული

ქორწინების წყალობით გულის დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების რისკის პრევენციაა შესაძლებელი.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ 14%–ით მაღალია იმის შანსი, დაქორწინებული გულის შეტევას გადაურჩეს. ჯანმრთელობისთვის და ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც სახიფათო მდგომარეობაში მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე მეუღლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მეუღლე პაციენტს ამხნევებს, ახსენებს წამლის მიღების დროს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტნიორი მდგომარეობიდან მარტივად გამოვიდეს.

ნაშრომზე მუშაობდნენ ბირმინგემში მდებარე უნივერსიტეტის Aston University–ს მეცნიერები. კვლევას კურირებდა მკვლევარი პოლ კარტერი.
„მეუღლე თქვენთან ერთად ცხოვრობს, გთავაზობთ ემოციურ და ფიზიკურ მხარდაჭერას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მკვლევარი.
მეცნიერებმა შეისწავლეს იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მონაწილეებს დაუდგინდათ გულის შეტევა ან რისკის წინაშე იყვნენ. კვლევამ ცხადყო, რომ მარტოხელასთან შედარებით დაქორწინებულ პაციენტში 14%–ით მაღალია იმის შანსი, რომ გულის შეტევას გადაურჩეს.
ის თუ როგორი ურთიერთობა აქვს ადამიანს მეორე ნახევართან ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, განქორწინების ან სხვა მსგავსი სტრესული მოვლენების გამო იზრდება გულის დაავადების განვითარების რისკი.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.