გაინტერესებთ თუ რატომ გიყვართ სწრაფი კვების პროდუქტები?

საკვები

სწრაფი კვების პროდუქტები ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

დილით გეგმავდით, რომ ჯანსაღად გეკვებათ, რაციონიც შეადგინეთ, მაგრამ როგორც კი ლანჩის დრო მოვიდა მაშინვე ოფისთან მდებარე უახლოეს სწრაფი კვების ობიექტს ეწვიეთ და ცხიმიანი პროდუქტი და გაზიანი სასმელი შეიძინეთ? მსგავსი ჩვევა მხოლოდ თქვენი პრობლემა არაა და არაჯანსაღ საკვებზე დამოკიდებულებით ბევრი ადამიანი იტანჯება.

მეცნიერების აზრით, სწორედ ამის გამო სიმსუქნე მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არაჯანსაღი პროდუქტების სიყვარულის ერთ–ერთი მიზეზია ძილთან დაკავშირებული პრობლემები. მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ აინტერესებდათ მონაწილეთა ტვინის აქტივობა როგორ შეიცვლებოდა ფოტოების მიხედვით. მონაწილეებმა დაათვალიერეს ფოტოები, სადაც სხვადასხვა სახის საკვები იყო ასახული. ფოტოები დაათვალიერეს მაშინ, როცა ღამით 9 საათი ეძინათ და მაშინაც, როცა ძილს მხოლოდ 4 საათი დაუთმეს. ვისაც მხოლოდ 4 საათი ეძინა სიამოვნებას ანიჭებდა კადრები, სადაც დონატები, პიცა და მსგავსი საკვები იყო ასახული.

ჯანმრთელობისთვის სახიფათოა სტრესიც და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ქრონიკულ სახეს იღებს. ამ დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონი სახელწოდებით კორტიზოლი გამომუშავდება. ფიქრობთ, რომ ცხიმიანი, შაქრის შემცველი და მაღალკალორიული საკვები გაგაბედნიერებთ და სწორედ ასეთ პროდუქტებს მიირთმევთ. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შაქარი აქვეითებს კორტიზოლის დონეს და ახშობს სტრესის სიგნალებს ჰიპოკამპუსში.

სავსებით შესაძლებელია, რომ სწრაფი კვების პროდუქტებზე უბრალოდ დამოკიდებული ბრძანდებით! მეცნიერები შიშობენ, რომ შაქარი ტვინზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც ნარკოტიკი. უფრო მეტიც, კვების რაციონში შაქრის რაოდენობის შემცირების გამო სავსებით შესაძლებელია განვითარდეს დეპრესია და ქცევითი აშლილობაც კი. რაფინირებული შაქარი ტვინის ე.წ. წამახალისებელ უბანში ისეთივე რეაქციას იწვევს, როგორსაც ნარკოტიკი. ორივე შემთხვევაში გამომუშავდება დოპამინი და ის ქიმიკალები, რომლებიც ორგანიზმში მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.