კონტაქტური ლინზით ცურვა სახიფათოა!

კონტაქტური ლინზა

კონტაქტური ლინზით ცურვა მხედველობისთვის სახიფათოა.

თუ ცურვა გიყვართ გირჩევთ, რომ კონტაქტური ლინზა სახლში დატოვოთ, რადგან არსებობს ხორცისმჭამელი ბაქტერიით დაინფიცირების რისკი. არსებობს იმის საფრთხე, რომ მხედველობა დაგიქვეითდეთ ან უარეს შემთხვევაში სრულად დაკარგოთ. საუბარია პარაზიტზე, რომელიც წყალში ბუდობს და ადვილად ხვდება თვალში ლინზის წყალობით.

მეცნიერებმა ის რამდენიმე ინციდენტი შეისწავლეს, რომელიც ბოლო 18 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პაციენტთა 86%–ში მიზეზი იყო ის, რომ ისინი კონტაქტური ლინზით ცურავდნენ. პარაზიტი acanthamoeba parasite, რომელიც ბაქტერიას კვებავს წყლის ნებისმიერ ფორმაში თავს შესანიშნავად გრძნობს. ის ბუდობს საცურაო აუზში, ჯაკუზში და შეხვდებით შხაპის მიღების დროსაც კი. შემთხვევათა მეხუთედი ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებდა. ზოგჯერ რქოვანას გადანერგვაც კი ხდება საჭირო იმისთვის, რომ სრულად მოცილდეს პარაზიტი.
კონტაქტური ლინზით მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანი სარგებლობს. ოფიციალური სტატისტიკით, ბრიტანეთში კონტაქტურ ლინზას იყენებს 3 მილიონი ადამიანი, ხოლო აშშ–ში მაჩვენებელი 31 მილიონს შეადგენს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არ იცავს უსაფრთხოების ზომებს, არ ითვალისწინებს რეკომენდაციებს.
თუ კონტაქტური ლინზით სარგებლობთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:
• ვიდრე კონტაქტურ ლინზას შეეხებით, ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ;
• ლინზა მხოლოდ იმდენი ხნით გამოიყენეთ, რა ვადაც მითითებულია;
• რეგულარულად ეწვიეთ ოფთალმოლოგს;
• თუ კონტაქტური ლინზის გამო გარკვეულ დისკომფორტს გრძნობთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს;
• გამოცვალეთ ლინზა;
• ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს;
• თუ ლინზა დაზიანებულია არ გამოიყენოთ;
• არასდროს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზა;
• არ გარეცხოთ ლინზა ონკანის წყალში, რადგან ამ გზით თვალის ინფექციის რისკს ზრდით;
• სპეციალური კონტეინერის გარდა სხვა მოწყობილობა ლინზის შესახანად არ გამოიყენოთ, რადგან სტერილური არ იქნება;
• არასდროს დაასველოთ ლინზა ნერწყვით;
• აკრძალულია ლინზით ბანაობა და ცურვა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.