გაფანტული სკლეროზი – რა როლს თამაშობს ნაწლავის მიკრობი?

გაფანტული სკლეროზი

რა კავშირია ნაწლავის მიკრობსა და გაფანტულ სკლეროზს შორის?

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გაფანტული სკლეროზით მსოფლიოში 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული.

წინამდებარე კვლევებში ვკითხულობთ, რომ გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანის ორგანიზმში ფუნქციობს ნაწლავის სპეციფიური მიკრობული პროფილი – ზოგიერთი ბაქტერია გაცილებით დიდი რაოდენობით ვლინდება მაშინ როცა სხვა ბაქტერიების დონე უჩველოდ დაბალია.

ნაშრომზე მუშაობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევას კურირებდა მკვლევარი სერჟიო ბარანზინი.

მეცნიერებმა შეისწავლეს გაფანტული სკლეროზით დაავადებული 71 პაციენტის ნაწლავის მიკრობი. ამასთან, კვლევაში ჩართული იყო 71 ჯანმრთელი ადამიანი. მკვლევარებს აინტერესებდათ შეუძლიათ თუ არა ამ მიკრობებს ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებთან ურთიერთქმედება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბაქტერიები Akkermansia muciniphila და Acinetobacter calcoaceticus, რომლებიც ჩვეულებრივ გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანის ნაწლავში ბუდობენ ხელს უწყობენ ანთებით რეაქციას.

იმისთვის, რომ გაერკვიათ თუ რა როლს თამაშობს ეს ბაქტერია იმუნურ სისტემასთან ურთიერთობის დროს, მკვლევარებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს. მათ თაგვში ხელოვნურად გამოიწვიეს გაფანტული სკლეროზი – ორგანიზმში გადანერგეს ფეკალური მიკროფლორა. კვლევისას გამოვლინდა, რომ გაფანტული სკლეროზის ტრანსპლანტირებულმა სპეციფიურმა მიკრობიომამ იმუნომარეგულირებელი უჯრედების დაკარგვას შეუწყო ხელი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ტრანსპლანტირებულმა მიკრობიომამ ლაბორატორიის თაგვების გაფანტული სკლეროზის სიმპტომები დაამძიმა.

ექსპერტები არ ამტკიცებენ, რომ ნაწლავის მიკრობიომა გაფანტული სკლეროზის ერთადერთი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ თვლიან, რომ მას დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა ოპერაციამ პაციენტი ინვალიდის ეტლისგან იხსნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა ოპერაციამ პაციენტი ინვალიდის ეტლისგან იხსნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოიყვანეს 67 წლის მამაკაცი, რომელმაც ტრავმის შედეგად მოიტეხა გულმკერდის მეთორმეტე და წელის პირველი მალები.

ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემალი ურთულესი კონსტრუქციაა. მისი მცირედი დაზიანებაც კი ცხოვრების ხარისხს ხშირად შესამჩნევად აუარესებს. ერთ-ერთი გამოსავალი ამ დროს ოპერაციული მკურნალობაა.