დაქორწინებულ წყვილს ერთნაირი გემოვნება უყალიბდება

მეცნიერება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილს ერთნაირი გემოვნება უყალიბდება თუ ერთად დიდხანს ცხოვრობს.

ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ როცა საკითხი გემოსა და სურნელს ეხება როგორც წესი მეუღლეებს მსგავსი გემოვნება აქვთ. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ თანაცხოვრების წყალობით ცოლსაც იმავე ტიპის საკვები უყვარდება, რაც ქმარს, ისეთივე სუნამო ხიბლავს როგორც მეორე ნახევარს და სხვა.

ნაშრომზე მუშაობდნენ ვროცლავის უნივერსიტეტის მეცნიერები.

„პარტნიორები იზიარებენ საოჯახო საქმეებს, მსგავს საკვებს მიირთმევენ და შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირად მათი ულუფაც კი ერთნაირია“, – განმარტავენ მეცნიერები.

კვლევაში მონაწილე ყველა წყვილი დაქორწინებული იყო. მონაწილეთა ნაწილი ქორწინებაში იმყოფებოდა 3 თვის და ზოგიერთი 45 წლის განმავლობაში. ექსპერიმენტში მონაწილე წყვილი ტკბებოდა თეთრი შოკოლადის, ყავის, კაკაოს, ლავანდის, ლიმონისა და სხვა სურნელით. პარტნიორებს დაევალათ, რომ სურნელი შეეგრძნოთ 5 წამის განმავლობაში. კვლევამ ცხადყო, რომ მათ ვინც დიდი ხნის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, ყველაზე ხშირად ერთნაირი არომატი მოსწონდათ.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა ოპერაციამ პაციენტი ინვალიდის ეტლისგან იხსნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულმა ოპერაციამ პაციენტი ინვალიდის ეტლისგან იხსნა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოიყვანეს 67 წლის მამაკაცი, რომელმაც ტრავმის შედეგად მოიტეხა გულმკერდის მეთორმეტე და წელის პირველი მალები.

ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემლის თანამედროვე ქირურგია

ხერხემალი ურთულესი კონსტრუქციაა. მისი მცირედი დაზიანებაც კი ცხოვრების ხარისხს ხშირად შესამჩნევად აუარესებს. ერთ-ერთი გამოსავალი ამ დროს ოპერაციული მკურნალობაა.