წონაში დაკლება გსურთ? სტაფილო მიირთვით

სტაფილო

თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, სტაფილო თქვენი კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს.

სტაფილო ჩინებული დიეტური პროდუქტია. მასში ძალიან დაბალია კალორიების რაოდენობა და ამასთან, მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით. სტაფილო მდიდარია A ვიტამინით. საკვებში მდებარე A ვიტამინს ორგანიზმი ქიმიკალებად, სახელწოდებით რეტინოიდებად გარდაქმნის, რომელიც ურთიერთქმედებს უჯრედთან და ქსოვილთან. ზოგიერთ ნაშრომში ვკითხულობთ, რომ A ვიტამინი გარკვეულ როლს თამაშობს აბდომინალური სიმსუქნის შემცირებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის სიმსუქნე ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თქვენს უჯრედს სათანადო ფუნქციობისთვის A ვიტამინი სჭირდება და შესაბამისად, თუ ამ ვიტამინის დეფიციტია ქსოვილსა და უჯრედს მუშაობა უჭირს. სტაფილო შეიცავს საკვებ ბოჭკოს. მისი წყალობით ორგანიზმი უკეთ ითვისებს C ვიტამინს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვიან და თან ვარჯიშობენ, რადგან კვების რაციონში არსებული C ვიტამინი ცხიმის წვაში გეხმარებათ. კვლევამ ცხადყო, რომ იმ ზრდასრულმა ვარჯიშისას 25%–ით ნაკლები ცხიმი დაწვა, რომლის ორგანიზმშიც C ვიტამინის ოპტიმალურზე ნაკლები რაოდენობა იყო.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები