ბავშვი და სათამაშო მოედანი - რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა?

სასარგებლო რჩევა

ექსპერტები მშობლებს სთხოვენ, რომ სათამაშო მოედანზე არ ისრიალონ ბავშვებთან ერთად.

სათამაშო მოედანზე ერთ-ერთი პოპულარული ადგილი ე.წ. სასრიალოა, სადაც უამრავი ბავშვი იყრის თავს. ყველა მშობელს სურს პატარას დაცვა და ფიქრობს, რომ თუ შვილს კალთაში მოათავსებს და პაწაწინა მონაკვეთზე ჩამოსრიალდება, ბავშვს დაიცავს და გაამხიარულებს. თუმცა მეცნიერები შიშობენ, რომ ამ დროს მშობელი შვილს იმაზე დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე წარმოუდგენია, რადგან ამის გამო მნიშვნელოვნად იზრდება იმის რისკი, რომ პატარამ ფეხი მოიტეხოს.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდია წვივის ან წვივის ძვლის ტრავმის რისკი მაშინ, როცა სასრიალოზე პატარა მშობელთან ერთად სრიალებს. ტრავმათა დიდი წილი მოტეხილობაზე მოდის. როცა ბავშვი მშობლის კალთაში ზის, ზრდასრულის წონის გამო სასრიალოზე გაცილებით სწრაფად ეშვება, რაც საკმარისი ძალაა (მაგალითად, პატარას სასრიალოზე ფეხი გაეჭედოს ან სხვა) ძვლის მოსატეხად.
ოფიციალური სტატისტიკით, 2002-დან 2015 წლამდე 6 წლამდე ასაკის 352 698-მა ბავშვმა სრიალის დროს ტრავმა მიიღო და უმეტეს შემთხვევაში ფეხის მოტეხილობა დაფიქსირდა. ბრიტანეთში კი ყოველწლიურად 40 000-მდე ბავშვი იღებს ტრავმას სათამაშო მოედანზე და ყოველი 5 შემთხვევიდან 1 სასრიალოთია გამოწვეული.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.