გოგონების მეოთხედი დეპრესიით იტანჯება

თინეიჯერი

მეცნიერები აცხადებენ, რომ ყოველი 4 თინეიჯერიდან ერთი დეპრესიით იტანჯება.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს 10 000 მოზარდის მონაცემი. კვლევამ ცხადყო, რომ 14 წლის გოგონათა 24%–სა და ბიჭების 9%–ს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნებოდა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გოგონებსა და ბიჭებს ბავშვობაში ერთი და იმავე დონის ემოციური პრობლემები აქვთ, თუმცა გარდატეხის ასაკში გოგონებში გაცილებით მაღალი დოზითაა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მშობლები მარტივად ამჩნევდნენ დეპრესიას ბიჭებში. ამასთან, მდიდარ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ნაკლებად აწუხებდათ დეპრესია.
მკვლევარებმა შენიშნეს, რომ გოგონებთან შედარებით ბიჭებს ქცევითი პრობლემები ნებისმიერ ასაკში ჰქონდათ.
„თინეიჯერი გოგონები სკოლაში ხშირად განიცდიან სტრესს, საკუთარ გარეგნობას კრიტიკულად აფასებენ, სოციალური მედიის გავლენის ქვეშ ექცევიან. ბავშვობაში გადატანილი რთული გამოცდილება ფსიქიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს“, – განმარტავს მეცნიერი, მარკ ბუში.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.