იოგა კიბოთი დაავადებული ადამიანის ძილის ხარისხს აუმჯობესებს

კიბო

ქიმიოთერაპიის გამო ზოგიერთ პაციენტს ღამით დაძინება უჭირს და დღის განმავლობაში დაღლილობას გრძნობს, ეძინება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება იოგას შეუძლია. ძუძუს კიბოთი დაავადებულებს უკეთ ეძინათ თუ სახლში კვირაში მინიმუმ ორჯერ, იოგით იყვნენ დაკავებულნი.

ნაშრომზე მუშაობდნენ ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები. კვლევას კურირებდა მეცნიერი, ლორენცო კოჰენი.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 227 ქალბატონი. ყველა მათგანის დიაგნოზია სარძევე ჯირკვლის კიბო. ისინი ქიმიოთერაპიის კურსს გადიან.

ექსპერტებმა მონაწილეები 3 ჯგუფად დაყვეს. პირველი 12 კვირის განმავლობაში იოგის 4 კურსს გადიოდა, მეორე ჯგუფისთვის განკუთვნილი იყო მხოლოდ გაჭიმვების პროგრამა და სხვები საერთოდ არ ვარჯიშობდნენ. იოგისა და გაჭიმვების კურსისთვის განკუთვნილი იყო 75–დან 90 წუთამდე – ქალბატონები სახლშიც ასრულებდნენ იმ ვარჯიშებს, რასაც ჯგუფში დღის განმავლობაში სწავლობდნენ.

ვინც იოგით დაკავდა, ერთი კვირის შემდეგ შენიშნა, რომ არ უჭირდა დილით გაღვიძება, აღარ ჰქონდა დაკარგული ენთუზიაზმი რაიმე საქმის შესასრულებლად და აღარც დაღლილი იყო. იოგამ დადებითი გავლენა იქონია ძილზეც.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.