ვარჯიში უჯრედს აახალგაზრდავებს და სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს

ვარჯიში

ვარჯიში უჯრედოვან დონეზე აუმჯობესებს კუნთის ფუნქციობას.

ფიზიკური აქტივობის წყალობით კუნთში მდებარე უჯრედი ჯანმრთელი და ძლიერია.

ნაშრომზე მუშაობდნენ ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერები.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ვარჯიშის წყალობით ხდება უჯრედოვანი ძალის, მიტოქონდრიის განახლება. სწორედ მიტოქონდრიაზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის ფუნქციობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. უჯრედის ეს პაწაწინა ნაწილი იმ საკვებს, რომელსაც მივირთმევთ, ენერგიად გარდაქმნის. მიტოქონდრიის წყალობით ცილები, ცხიმები და შაქარი ორგანიზმის საწვავად ტრანსფორმირდება.

რა გავლენას ახდენს ვარჯიში კუნთის მიტოქონდრიაზე? როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით mitophagy–ს. Mitophagy ეს არის პროცესი, რომლის დროსაც დაზიანებული, დარღვეული მიტოქონდრიის დახარისხება და მოცილება ხდება – როგორც წესი სტრესის შემდეგ.

მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები, რომელთა ორგანიზმშიც არის გენი სახელწოდებით pMitoTimer. ეს გენი მიტოქონდრიას ფლურესცენციულს ხდის. სწორედ ამის წყალობით მკვლევარებს საშუალება ჰქონდათ, ორგანიზმში mitophagy–ის ფუნქციობა შეესწავლათ და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც თაგვები 90 წუთის განმავლობაში ბორბალზე ირბენდნენ.

სირბილის შემდეგ, 3–დან 12 საათამდე პერიოდში, მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მიტოქონდრიას სტრესის ნიშნები აღენიშნებოდა. ხოლო 6 საათის შემდეგ დაფიქსირდა მიტოფაგიის ნიშნები.

„აერობიკის წყალობით შეგიძლიათ, რომ კუნთიდან დაზიანებული მიტოქონდრია განდევნოთ. ამის გამო თქვენი კუნთი უკეთ ფუნქციონირებს და მიტოქონდრიული ხარისხიც კარგია“, – განმარტავენ მეცნიერები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.