ვიზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე

იმუნიტეტი

იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა.

მისი საშუალებით ორგანიზმი შეიცნობს, გამოყოფს და ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს, რითაც მრავალი სენისგან გვიცავს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც იმუნური სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა:

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი და გათავისუფლდით სტრესისგან. უძილობისა და სტრესის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელიც იმუნიტეტის ეფექტურ ფუნქციობას ხელს უშლის;

· სასურველია უარი თქვათ ან მაქსიმალურად შეზღუდოთ სიგარეტის მოწევა;

· რაც შეიძლება მცირე რაოდენობით მიიღეთ ალკოჰოლი. ალკოჰოლური სასმელის ჭარბი დოზა ასუსტებს იმუნიტეტს და ორგანიზმი ფილტვის ინფექციების მიმართ დაუცველი რჩება;

· რეკომენდებულია, თქვენი კვების რაციონში ჩართოთ ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, მარცვლეული;

· დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გაანებივრეთ ორგანიზმი მზის სხივებით. ამ დროს გამომუშავდება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო D ვიტამინი;

· არ დაგავიწყდეთ, რომ იმუნიტეტის ასამაღლებელი საუკეთესო საკვები ნიორია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.