რა უნდა ვიცოდეთ ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის შესახებ?

ობსესიურ – კომპულსიური აშლილობა

ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა შფოთვითი დარღვევაა.

ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები შეპყრობილები არიან იმით, რომ დღეში რაიმე ტიპის საქმე უანგარიშოდ გააკეთონ. პიროვნებას აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები, წარმოდგენები. ამ აზრების დასათრგუნად მიმართავს რიტუალურ, აკვიატებულ ქცევებს, მაგალითად, ხშირად იბანს ხელებს, წმენდს მტვერს, ამოწმებს წერილებს და სხვა.

აღნიშნულ აზრსა თუ ქცევას პაციენტი ვერ აკონტროლებს და ამის გამო შფოთავს. ზოგიერთმა ადამიანმა იცის ან ეჭვი აქვს, რომ მისი აკვიატებული აზრები ნამდვილი არაა, თუმცა ზოგიერთის აზრით, მათი ფიქრები და ქცევა ნამდვილია. იმ კატეგორიასაც კი, ვინც აცნობიერებს, რომ აკვიატებული აზრები ტყუილია, უჭირს მათგან თავის დაღწევა.
სტატისტიკურად, ამერიკელთა 1.2%–ს ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა აქვს. ამ დარღვევით მამაკაცებთან შედარებით ქალბატონები უფრო ხშირად ავადდებიან. როგორც წესი თავს იჩენს ბავშვობაში ან გარდატეხის ასაკში.
წარმოგიდგენთ კომპულსიის რამდენიმე მაგალითს: ეჩვენებათ, რომ ჭუჭყის, ბაქტერიისა ან ქიმიკალების გამო დაინფიცირდებიან. შიში იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში იღებენ შხაპს ან ასუფთავებენ ნივთებს, რომლებსაც ეხებიან, ალაგებენ ოთახს, სადაც დიდ დროს ატარებენ. შფოთვის დასაძლევად უანგარიშოდ იმეორებენ სახელებსა თუ ფრაზებს. ეშინიათ, რომ თუ ამას არ გააკეთებენ, რაღაც დაუზიანდებათ. რამდენჯერმე ამოწმებენ გამორთეს თუ არა გაზქურა, სახლიდან გასვლისას დაკეტეს კარი?
სოციალურად საშიშ მოვლენას არ განეკუთვნება, მაგრამ თუ პაციენტს ან მის გარშემომყოფთ მსგავსი ქცევები აწუხებთ, სასურველია ექიმ ფსიქიატრთან ვიზიტი.


წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.