რატომ გვიზიდავს მარილი?

მარილი

ჭარბი დოზით მარილი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

მარილის დიდი რაოდენობა პირველ რიგში გავლენას ახდენს გულ–სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნეირონების გამო ადამიანს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს მარილზე უარის თქმა.

ნაშრომზე მუშაობდნენ ბოსტონში მდებარე კლინიკის Beth Israel Deaconess Medical Center–ის მეცნიერები.

ცნობილია, რომ ნატრიუმის დეფიციტის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ჰორმონების (angiotensin II და aldosterone) დონე. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ნეირონები, რომლებიც ამ ორ ჰორმონთან რეაგირებენ, ადამიანს მარილის მიღების სურვილს უჩენენ. მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ამ კონკრეტულ ექსპერიმენტში ყურადღება მიეპყროთ ალდოსტერონზე რეაგირებად ნეირონებზე სახელწოდებით NTSHSD2. ექსპერტებმა თაგვებში ნეირონები, NTSHSD2 ხელოვნურად გაააქტიურეს, ნატრიუმის დეფიციტის გარეშე. კვლევამ ცხადყო, რომ ნატრიუმის მიღების სურვილს დამოუკიდებლად NTSHSD2 ვერ აღძრავს. ეს შეგრძნება მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა მასთან ურთიერთობს ჰორმონი სახელწოდებით angiotensin II. მკვლევარების აზრით, სავსებით შესაძლებელია, არსებობს ნეირონების სხვა ჯგუფი, რომელიც რეგირებს ჰორმონზე angiotensin II.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.