რა უნდა ვიცოდეთ სტრესული აშლილობის შესახებ?

სტრესი

მწვავე სტრესული აშლილობის სიმპტომები 3 დღიდან ერთ თვემდე გრძელდება.

სიმპტომები ვითარდება ადამიანის ცხოვრებაში არსებული ძლიერი სტრესის გამო, მაგალითად, ტრავმის, ფიზიკური ძალადობის, მუქარის, გარდაცვალების ან სხვა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რაც უფრო ძლიერია ტრავმული მოვლენა მით მეტად იზრდება იმის საფრთხე, რომ სტრესმა ფსიქიკაზე დიდი გავლენა იქონიოს.

მწვავე სტრესული აშლილობის დიაგნოზისთვის რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომებს, რომელიც 3 დღიდან ერთ თვემდე უნდა გაგრძელდეს. თუ სიმპტომები თვეზე მეტი დროით ვლინდება სახეზეა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ფსიქიკური დარღვევაა. ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მოვლენა ჩნდება, რაც მას ტრავმას აყენებს. ამ დროს პაციენტს ესიზმრება კადრები, რომელიც ამ ტრავმულ მოვლენასთანაა დაკავშირებული, აღენიშნება ფიზიკური ან ფსიქიკური დისტრესი, ხდება ჩვეულებრივზე მეტად ემოციური და სხვა.

მწვავე სტრესული აშლილობის სიმპტომები 5 კატეგორიად იყოფა:

· ტრავმის უნებლიე დისტრესული მეხსიერება;

· უარყოფითი გუნება–განწყობილება. ადამიანს უჭირს პოზიტიური ემოციების აღქმა;

· დისოციაციური სიმპტომები;

· ადამიანი ცდილობს, თავი აარიდოს იმ ადამიანებსა თუ ადგილებს, რაც ტრავმასთან ასოცირდება. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოერიდოს ტრავმასთან დაკავშირებულ მოგონებებს, ფიქრებსა და გრძნობას;

· სამწუხაროდ, თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უძილობა ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები, გაღიზიანება, კონცენტრაციის დაქვეითება.

ამასთან, მწვავე სტრესული აშლილობის მქონე ზოგიერთ ადამიანს აწუხებს დანაშაულის გრძნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლო ტრავმის პრევენცია ან აქვს განცდა, რომ არ ფლობს საკმარის უნარს იმისთვის, სწრაფად გათავისუფლდეს ტრავმისგან. როგორც წესი ამ მდგომარეობას თან ახლავს პანიკური შეტევებიც.

აღსანიშნავია, რომ მწვავე სტრესული აშლილობის განვითარების დიდი რისკის წინაშე არიან ის ადამიანები, რომლებსაც წარსულში დაუსვეს ფსიქიკური დარღვევის დიაგნოზი. ამის გამო ისინი ტრავმულ შემთხვევას გაცილებით მწვავედ განიცდიან.

მწვავე სტრესული აშლილობით მამაკაცებთან შედარებით ქალბატონები უფრო ხშირად ავადდებიან.

შემეცნებითი ქცევითი თერაპია მკურნალობის კურსია, რომელიც მწვავე სტრესულ აშლილობას წარმატებით ებრძვის. მისი უპირატესობაა არა მხოლოდ ის, რომ სტრესული აშლილობის სიმპტომებს აუმჯობესებს არამედ ისიც, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პრევენციას ახდენს.

მკურნალობის კიდევ ერთი ხერხია ერთგვარი ჯგუფები, სადაც შფოთვის მართვასა და ფსიქოლოგიურ მოხსენებებზეა აქცენტი გაკეთებული. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ მსგავსი ჯგუფები მას ეხმარება, მაგრამ ზოგიერთი პაციენტი თვლის, რომ იმ ამბის გახსენება, იმ თემაზე საუბარი, რის გამოც თავდაპირველად დისტრესი მიიღო უსიამოვნოა და იგივეს ხელახლა განიცდის. შფოთვის სიმპტომების დასათრგუნად გამოიყენება ფსიქოტროპული მედიკამენტები.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.