რა უნდა ვიცოდეთ შფოთვის შესახებ?

შფოთვა

შფოთვა ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიექტური ასახვაა.

ის რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს. ორგანიზმმა ყოველთვის იცის შფოთავთ თუ არა და მანამდეც კი ვიდრე ტვინი გააცნობიერებს. შფოთვის ფიზიკური სიმპტომებია კუნთის დაჭიმულობა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დიარეა, ყაბზობა, კუჭის ტკივილი. ზოგჯერ შფოთვა სიბრაზის დაფარვის ფორმაა.

თუ სახლში მშვიდად ხართ, მაგრამ საზოგადოებაში დისკომფორტს გრძნობთ შესაძლოა გაწუხებდეთ სოციალური შფოთვა. როგორც წესი ამ დროს ადამიანი შფოთავს სხვებთან ურთიერთობის გამო ან ძალიან ნერვიულობს იმიტომ, რომ საჯაროდ სიტყვით უნდა გამოვიდეს. პიროვნება ცდილობს მოძებნოს იმის მიზეზი, რომ წვეულებაზე არ წავიდეს. მისთვის დამახასიათებელია კუჭის ტკივილი, კუნთის ხანგრძლივი ტკივილი, აჩქარებული გულისცემა. ადამიანს ეჩვენება თითქოს ყველა მას უყურებს.

თუ შფოთვისგან ვერ თავისუფლდებით შესაძლოა გქონდეთ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. დროთა განმავლობაში შფოთვა ყველა ადამიანს უგრძვნია, რადგან ეს არის სტრესული მოვლენის გამო გამოვლენილი რეაქცია, თუმცა, როცა შფოთვას თან ახლავს მოუსვენრობა, კონცენტრაციის სირთულე და უძილობა და ყველა ეს სიმპტომი 6 ან მეტი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გაწუხებდეთ.

შფოთვა შესაძლოა ობსესიურ–კომპულსიურ აშლილობად გადაიქცეს. ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა შფოთვითი დარღვევაა. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები შეპყრობილები არიან იმით, რომ დღეში რაიმე ტიპის საქმე უანგარიშოდ გააკეთონ. პიროვნებას აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები, წარმოდგენები. ამ აზრების დასათრგუნად მიმართავს რიტუალურ, აკვიატებულ ქცევებს, მაგალითად, ხშირად იბანს ხელებს, წმენდს მტვერს, ამოწმებს წერილებს და სხვა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.