რა უნდა ვიცოდეთ ძილის დარღვევაზე?

უძილობა

მშვიდი ძილი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ძილის დანიშნულებაა აღადგინოს ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსები. ძილის დარღვევა იწვევს პრობლემებს ფუნქციობასთან დაკავშირებით და უძილობის გამო დღის განმავლობაში ადამიანი დისტრესს განიცდის. ძილის დარღვევათა სხვადასხვა ტიპს შორის ყველაზე სახასიათოა უძილობა. ძილის დარღვევის სხვა ფორმებია ნარკოლეფსია, ობსტრუქციული ძილის აპნოე და მოუსვენარი ფეხის სინდრომი.

ძილთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზია როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური პრობლემები. ძილის პრობლემა შესაძლოა ხელს უწყობდეს ან ამწვავებდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი იყოს. ის თუ რა დროის განმავლობაში უნდა ეძინოს ადამიანს დამოკიდებულია ასაკსა და პიროვნებაზე.

ზრდასრულთა დიდი ნაწილისთვის რეკომენდებულია 7–დან 9 საათამდე ძილი.

სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს რეკომენდებული დროით მშვიდად არ სძინავს. ძილის წყალობით ტვინი სათანადოდ ფუნქციობს. უძილობის ან ძილთან დაკავშირებული პრობლემების გამო ადამიანი დაღლილია, ენერგიის ნაკლებობას გრძნობს, გაღიზიანებულია, საქმეზე კონცენტრირება უჭირს.

ძილთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად ვლინდება დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომებთან ერთად. ძილის დარღვევის გამო მწვავდება დეპრესია. დეპრესიისა თუ შფოთვის გამო იზრდება ძილთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი.

ძილის დეფიციტი ან რეკომენდებულზე დიდი დროით ძილი ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული, მაგალითად გულის დაავადებასა და დიაბეტთან. ძილის დარღვევა შესაძლოა ნევროლოგიური პრობლემის ნიშანი იყოს.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.