რატომ ეძინება ადამიანს მაშინ, როცა მოწყენილია?

ძილი

როცა ადამიანი მოწყენილია, ეძინება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ტვინის ის არე, რომელიც გვეხმარება სასიამოვნო გარემოში თავი კარგად ვიგრძნოთ, მოწყენილობისას ძილისკენ გვიბიძგებს.

ნაშრომზე მუშაობდნენ ცუკუბას უნივერსიტეტის მეცნიერები.
ტვინის ეს ნაწილი მჭიდროდ არის დაფარული რეცეპტორებით. მაშინაც კი თუ ღამით მშვიდად, ტკბილად გეძინათ და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც მოიწყენთ, ძილი მოგინდებათ. მკვლევარები განმარტავენ, რომ მოწყენილობით გამოწვეული ძილის შეგრძნებისგან კოფეინი გიხსნით.
იაპონელი ექსპერტების აზრით, ტვინის წინა არეში მდებარე უჯრედის ბირთვს ძილის შეგრძნების გამოწვევა შეუძლია. ის მთავარ როლს თამაშობს ე.წ. ტვინის ჯილდოს სისტემაში, რომელიც წარმოქმნის დოპამინს. ორგანიზმში დოპამინი მაშინ გამომუშავდება, როცა თავს კარგად ვგრძნობთ. როცა ტვინის სიამოვნების ცენტრი სტიმულირების გარეშე რჩება, დაღლილობას ვგრძნობთ.
როგორც კი ეს შეგრძნება შეგაწუხებთ დალიეთ ყავა ან ჩაი.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.