ბუნებრივი პროტეინი, რომელსაც უსინათლობის პრევენცია შეუძლია

უსინათლობა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროტეინი თვალს გლაუკომასგან იცავს.

ეს ცილა ბუნებრივად ვლინდება. გლაუკომა დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის შეუქცევად დაზიანებას და მხედველობის ველის შევიწროვებას, რაც საბოლოოდ სრული უსინათლობის მიზეზი ხდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გლაუკომა ვნებს ოპტიკურ ნერვს. ზუსტი მექანიზმი რის გამოც ოპტიკური ნერვი ზიანდება, გაურკვეველია. სწორედ ამ მექანიზმს იკვლევდნენ სიდნეიში მდებარე კვლევითი უნივერსიტეტის Macquarie University–ს მეცნიერები. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა სახელწოდებით neuroserpin ბადურის ჯანმრთელობაში მთავარ როლს თამაშობს. Neuroserpin პროტეინია, რომელიც ბლოკავს ენზიმის სახელწოდებით plasmin–ის აქტიურობას, იცავს ნეირონს ან ნერვულ უჯრედს პლაზმინით გამოწვეული დაზიანებისგან.
ექსპერტებმა შეისწავლეს რეტინალური უჯრედები. ყველა ეს უჯრედი მიიღეს გლაუკომათი დაავადებული და ასევე ჯანმრთელი ადამიანებისგან, ასევე ექსპერიმენტში ჩართული იყო თაგვიც.
კვლევამ ცხადყო, რომ neuroserpin დეაქტივირდება დამამჟავებელი სტრესის საპასუხოდ, რომელიც შესაძლოა პროვოცირდეს გარემო ფაქტორების, მაგალითად, ჰაერის დაბინძურების გამო. საინტერესოა, რომ neuroserpin უმოქმედო იყო გლაუკომათი დაავადებული პაციენტების ბადურის უჯრედებში და ეს შედეგი ფიქსირდებოდა გლაუკომას მქონე თაგვის მოდელშიც.
სტატისტიკურად, აშშ–ში 40 წელს გადაცილებულ 2.2 მილიონ ზრდასრულს გლაუკომა აქვს. ამასთან, აშშ–ში გლაუკომა მხედველობის დაქვეითებისა თუ უსინათლობის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია.
დაავადების განკურნების გზა დღემდე უცნობია – თუმცა არსებობს მკურნალობის რიგი კურსი, რომელსაც დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.