ქალბატონებო, თქვენი აზრით, რამდენი კალორიით მეტს ითვისებთ სამსახურში არაჯანსაღად კვების გამო?

სიმსუქნე

ქალბატონები ყოველწლიურად 100 000–ით მეტ კალორიას ითვისებენ.

ჩიფსის, ნამცხვრის, შოკოლადის, რძიანი ან შაქრის შემცველი სასმელების გამო ადამიანი დამატებით კალორიას იღებს. ქალბატონებო, გაითვალისწინეთ, რომ იდეალური დღიური ნორმა 2 000 კალორიაა.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჰოლანდიური კომპანიის Kallø–ს წარმომადგენლები. ეს არის კომპანია, რომელიც ორგანულ საკვებს აწარმოებს. მათ შეისწავლეს 1 000 ქალის მონაცემი.
როგორც კვლევამ ცხადყო, მონაწილეები საერთო ჯამში 100 800 ზედმეტ კალორიას იღებდნენ. კვლევა დაფუძნებული იყო 45 სამუშაო კვირაზე.
დიეტოლოგებს შედეგი არ აკვირვებთ. მათი აზრით, დღეში დამატებით 500 კალორია წონაში მომატების მიზეზი ხდება. სტომატოლოგები კი შიშობენ, რომ ოფისში დასაქმებულთა კვების რაციონი და განსაკუთრებით ისეთი, სადაც საჭიროზე დიდი დოზითაა ტკბილი საკვები თუ სასმელი მხოლოდ წელის გარშემოწერილობას არ ემუქრება და კარიესის განვითარებას უწყობს ხელს. უფრო მეტიც სიმსუქნის გამო მნიშვნელოვნად იზრდება დიაბეტი ტიპი 2–ის რისკი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სამსახურში ქალბატონებს დღეში სულ მცირე სამჯერ უყვართ წახემსება.
„შედეგი არ მაკვირვებს! თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ კვირაში ზედმეტი 3 500 კალორია ან დღეში 500 კალორია იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი დამატებით ცხიმს ითვისებს“, – განმარტავს დიეტოლოგი.
ოფისში წახემსებისთვის ყველაზე პოპულარული დრო აღმოჩნდა 10:30 და 15:30. კვლევაში მონაწილე დასაქმებულებს ძალიან უყვარდათ რძიანი ყავა, გაზიანი სასმელი ან მაღალკალორიული ენერგეტიკული სასმელი. მოწყენილი, დაღლილი ან სტრესში მყოფი ქალბატონები ოფისში ხშირად მიირთმევდნენ ტკბილეულს, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა 83% დღეს ჯანსაღი საუზმით იწყებდა. ყოველი 5 გამოკითხული ქალბატონიდან ერთმა განაცხადა, რომ არ აქვს საკმარისი ნებისყოფა იმისთვის, ტკბილეულზე უარი თქვას, ხოლო ყოველი 10 მონაწილიდან 3 მხოლოდ იმიტომ მიირთმევს, რომ ხედავს გემრიელი საკვები ოთახშია.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.