როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტის სიმპტომები?

აპენდიციტი

აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის ანთებაა.

აპენდიციტი ვლინდება მარჯვენა თეძოს ფოსოში მუცლის ტკივილით. აპენდიციტის მიზეზია აპენდიქსის ანთება. ადრეული სიმპტომები პაციენტის ასაკის მიხედვით განსხვავებულია. რასაკვირველია, დაავადება ნებისმიერ ასაკში ვლინდება, მაგრამ ყველაზე ხშირად ფიქსირდება თინეიჯერობისას და 20–დან 30 წლამდე.

აპენდიქსის სიგრძე დაახლოებით 10 სანტიმეტრია და მდებარეობს მარჯვნივ, მუცლის ღრუს ქვედა არეში. ფორმა მილს მოგაგონებთ და უერთდება ბრმა ნაწლავს. მუცლის ძლიერი და მოულოდნელი ტკივილი აპენდიციტის პირველი სიმპტომია. მუცლის ტკივილთან ერთად აპენდიციტის კლასიკური სიმპტომებია:
• გულისრევა;
• მადის დაქვეითება;
• ყაბზობა ან დიარეა;
• ტემპერატურის მომატება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს სიმპტომები ვლინდება შემთხვევათა 50%–ში. ბავშვებში ტკივილის შეგრძნება ერთ კონკრეტულ არეში არ ფიქსირდება. მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ სხეულის საერთო სისუსტე, პრობლემები კუჭ–ნაწლავის მოქმედებასთან დაკავშირებით. დიარეას შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს სიმპტომი შესაძლოა სხვა დაავადების მიზეზი იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფშიც მუცლის ტკივილი აპენდიციტის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია. სხვა ნიშნები ვლინდება ფეხმძიმობისას. მუცლის ტკივილი ნაკლებად მწვავე და სპეციფიურია. შესაძლო სიმპტომებია ტემპერატურის მომატება და გულისრევა.
აღსანიშნავია, რომ მუცლის ტკივილი შესაძლოა სხვა პრობლემის მიზეზი იყოს და ძალიან ჰგავდეს აპენდიციტს, მაგალითად, ეს სიმპტომები ვლინდება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა:
• კუჭის დაზიანება;
• ყაბზობა;
• ნაწლავის ანთებითი დაავადებები;
• მუცლის ღრუს ტრავმა.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.