რა არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს ადამიანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაღლილია.

სინდრომის გამო პიროვნება სისუსტეს გრძნობს. თუმცა სინდრომი უფრო მეტია ვიდრე დაღლილობის შეგრძნება. ეს განცდა პაციენტებში იმდენად ძლიერია, რომ მას დაქვეითებული აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურობის სურვილი, შესაბამისად, მდგომარეობა გავლენას ახდენს ცხოვრების რიტმზე.
სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს ქრონიკული ტკივილი და გრიპის მსგავსი სიმპტომები. შესაძლოა სიმპტომები გაგრძელდეს 6 ან მეტი თვის განმავლობაში.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის დამახასიათებელია:
• თავის ტკივილი;
• ფარინგიტი;
• კუნთის ტკივილი;
• სახსრის ტკივილი;
• დისკომფორტი ფიზიკური აქტივობიდან 24 საათის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ სინდრომის სიმპტომები ხშირად ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის მსგავსია. სინდრომის გამო ადამიანს ყოველდღიური საქმიანობა უჭირს.
სამწუხაროდ, დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლო გამომწვევი მიზეზის აღმოჩენის მიზნით, მკვლევარები სწავლობენ სტრესთან, იმუნიტეტთან, ტოქსინებთან და ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან შორის კავშირს. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მიზეზი ვირუსია, თუმცა სპეციფიური ვირუსი აღმოჩენილი არ არის. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით კი წამყვანია ნერვული სისტემის ანთებითი პროცესი.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს ასაკი, გადატანილი დაავადება, სტრესი, გარემო ან გენეტიკა.
რადგან სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მეცნიერები ვერაფერს გვირჩევენ იმასთან დაკავშირებით თუ რა მოვიმოქმედოთ მისი პრევენციისთვის.

წყარო ...