აქვს თუ არა კვების რაციონს იმის უნარი, რომ ყურადღება გადაგვატანინოს?

საკვები

მეცნიერების აზრით, სწრაფი კვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები საქმეზე კონცენტრირებაში გვიშლის ხელს.

ცხიმიანი, ტკბილი საკვების გამო ყურადღება სხვა რამეზე გადაგვაქვს.

ნაშრომზე მუშაობდნენ ჯონ ჰოპკინზის უნივერსიტეტის მეცნიერები. მკვლევარებმა ჩაატარეს 2 ექსპერიმენტი.
პირველ კვლევაში მონაწილეობდა 18 ადამიანი. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გარკვევა შეუძლია თუ არა საკვებს დაკისრებული მოვალეობიდან ყურადღება გადაგვატანინოს. მონაწილეებს დაავალეს, რომ ერთგვარი ტესტი შეევსოთ. მაშინ, როცა მონაწილეები ტესტზე მუშაობდნენ, ეკრანზე მოულოდნელად ჩნდებოდა ფოტოები სხვადასხვა ტიპის საკვების გამოსახულებით. ასევე კადრები, სადაც არ იყო პროდუქტი. ფოტოებზე იხილავდით: დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველ საკვებს, კალორიულ პროდუქტებს, მაგალითად, შოკოლადს, ყველს, ჰოთ დოგს. მსგავსი ტიპის რაციონის პარალელურად, მონაწილეებისთვის შერჩეული იყო ფოტოები, სადაც აქცენტი ჯანსაღ პროდუქტებზე კეთდებოდა.
ყველა ფოტომ შეძლო მონაწილეთა ყურადღების მიპყრობა. თუმცა იმ ფოტოების გამო, სადაც იხილავდით კალორიულ თუ ცხიმის შემცველ საკვებს, მონაწილეებს მეტად უჭირდათ საქმეზე კონცენტრირება.
მეორე ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს 18 ახალი მონაწილე. ამ შემთხვევაში მონაწილეებს უფლება მისცეს, რომ ტესტირებამდე ტკბილეული მიერთვათ. ამ კონკრეტულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ეს ჯგუფი კალორიული თუ ცხიმიანი საკვების გამო არ დაბნეულა. ზოგიერთი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამის მიზეზია ის, რომ მონაწილეებმა ტკბილეული მიიღეს და შესაბამისად, დაქვეითდა ტკბილი პროდუქტის მოთხოვნილება.

წყარო ...


კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.