ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიულ სამსახურს!

ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიულ სამსახურს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

ჩვენი კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში დასაქმებულები არიან პროფესიონალი, გამოცდილი და პაციენტთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქირურგები. ქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ულტრათანამედროვე აპარატურითა და პოსტოპერაციული პალატებით. როგორც ამბობენ, წამალთან ერთად ჩინებული მკურნალია ადამიანური სითბო, თანადგომა, ყურადღება. სწორედ ასეთი გარემო სუფევს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში. ჩვენი კლინიკის საფირმო ნიშანია გუნდური მუშაობის პრინციპი, რომლის წყალობითაც ქირურგებს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავთ და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტში ძველი თაობის ღვაწლმოსილი ქირურგების მხარდამხარ მოღვაწეობენ ენთუზიაზმით სავსე, მიზანდასახული ქირურგები: გიგო ფიჩხაია, ლევან კაჭკაჭური, ლერი ფილფანი, კობა ცუცქირიძე, სოსო ქერაშვილი, გიორგი ცარციძე, ლაშა სილოგავა, გეგა თოფჩიშვილი.
კლინიკური გამოცდილება თუ პროფესიონალიზმი მათ საშუალებას აძლევთ გადაჭრან ქირურგიის სფეროში არსებული ყველა სახის პრობლემა. ისინი დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პაციენტებზე.
ყველა მათგანი ფლობს როგორც ღია წესით არსებული ოპერაციების ტექნიკას, ასევე ლაპარასკოპიულ თუ ენდოსკოპიურ მეთოდებს.
მობრძანდით ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და გამოიყენეთ ჩვენი კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტის ქირურგთა გამოცდილება თქვენს სასარგებლოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!