სასარგებლოა თუ არა ყველი გულისთვის?

ყველი

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა.

თუმცა მეცნიერები საპირისპიროს აცხადებენ. ექსპერტების აზრით, ყველი გულის დაავადების განვითარებისგან გვიცავს.

გაითვალისწინეთ, რომ არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა რაოდენობით მიირთმევთ. თუ დღეში ასანთის კოლოფის ზომის ყველის ნაჭერს დასჯერდებით, გულის დაავადების რისკს 14%-ით, ხოლო ინსულტის საფრთხეს 10%-ით შეამცირებთ.
ნაშრომზე მუშაობდნენ სუჩჟოუს უნივერსიტეტის მეცნიერები.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველი ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის მაჩვენებელს. დიახ, ყველი შეიცავს გულისთვის მავნებელ გაჯერებულ ცხიმს, მაგრამ მეცნიერები განმარტავენ, რომ ამ საკვებში შემავალი კალციუმის დახმარებით ორგანიზმი გაცილებით მცირე დოზის ცხიმს ითვისებს. ამასთან, ყველი შეიცავს მჟავას, რომელიც არტერიის ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება.

წყარო ...