თუ გაცივდით ქათმის წვნიანი მიირთვით

სასარგებლო რჩევა

თუ ზამთრის ცივ დღეებში გაციების სიმპტომები შეგაწუხებთ, გემრიელი ქათმის წვნიანი მიირთვით.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს კერძი ჩინებულად ებრძვის გაციებით გამოწვეულ დისკომფორტს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქათმის წვნიანის ანთების საწინააღმდეგო თვისების დახმარებით ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები სუსტდება.

ნაშრომზე მუშაობდნენ ნებრასკის უნივერსიტეტის მეცნიერები.
აღმოჩნდა, რომ წვნიანი, რომელიც მზადდება ქათმის ხორცით, ხახვით, ტკბილი კარტოფილით, სტაფილოთი, წიწაკით, ოხრახუშით, არა მხოლოდ გემრიელია, არამედ გაციების სიმპტომებისგანაც გვათავისუფლებს.
მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებით მდიდარი ქათმის წვნიანი ასუსტებს სიმპტომებს და ამცირებს ზედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციით ავადობის დროს.
მოგეხსენებათ, რომ გაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. წვნიანი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც მკვებავი ნივთიერებებითაა მდიდარი. მასში შემავალი ბოსტნეული კი ორგანიზმს ბოჭკოთი, C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით ანებივრებს. ყველა მათგანი ჩინებულად ებრძვის გაციების სიმპტომს და აძლიერებს იმუნიტეტს.

წყარო ...