რა ასაკის ადამიანები იტანჯებიან უძილობით

უძილობა

უძილობა ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნებელია.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 45–დან 54 წლამდე ასაკის ადამიანებს საშუალოდ 6 საათით სძინავთ – მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის რეკომენდირებულია მშვიდი ძილი 8 საათის განმავლობაში.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო შუახნის ასაკის ადამიანები უძილობით ყველაზე ხშირად იტანჯებიან, ხოლო მეორე დღეს დაღლილობას ებრძვიან.
გამოკითხვაში მონაწილეობდა 2 000 ბრიტანელი ზრდასრული. კვლევამ ცხადყო, რომ ყოველი 10 ადამიანიდან 4–ს ღამით 7 საათითაც კი ვერ სძინავს. მონაწილეთა 5%–ს კი 4 ან ნაკლები საათი სძინავს. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ შუახნის ასაკში უძილობისა თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზია მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ცვლილებები, სამსახური, ხანდაზმულ მშობლებზე ზრუნვა და სხვა.
თუმცა უძილობის ნომერ პირველ მიზეზად მონაწილეები ხმაურს ასახელებენ. გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ მშვიდად ვერ იძინებს ხმაურის გამო, აი, სინათლე კი 57%–ს უფრთხობს სიმშვიდეს და დაძინების საშუალებას არ აძლევს. არ დაგვავიწყდეს თანამედროვე ტექნოლოგიებიც! მონაწილეთა მესამედმა გულახდილად განაცხადა, რომ ძილის წინ სმარტფონისა და ტაბლეტის გამოყენება ჩვევად ექცა, რაც თავის მხრივ უძილობას უწყობს ხელს. დანარჩენმა მონაწილეებმა განმარტეს, რომ ძილთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

წყარო ...